შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-587-8 - 1922 წელი


მზა ატრიბუტების გამოყენება - იუბილესათვის
1. რედაქციის ბინა - ყოველგვარი მოლაპარაკებისათვის‚ დავალებისათვის‚ ცნობისთვის‚ კრებებისათვის.
2. ხელოვანთა სასახლე - ხუთშაბათები‚ მწერალთა კავშირი‚ მ. ბოჭორიშვილი‚ აფიშის გაკვრა (სექციები - მილოცვა).
3. ჟურნალები - უკანასკნელ კვირას - გამოფენისათვის თვალსაჩინო ადგილებზე.
4. ქაღალდის ნაჭრები მოწოდებისათვის‚ პროგრამისათვის‚ მისაპატიჟებელი ბარათებისათვის.
5. დაპირებები - ობოლი მუშის‚ მ. ბოჭორიშვილის‚ ვ. ფხაკაძის‚ ლ. ძიძიგურის‚ საფო მგელაძის‚ ბააზოვის - ყველა თანამშრომლები.
6. ერთი წერილი - გაზ. ტრიბუნისათვის.
7. კროტკოვი - კედლის სურათისათვის.
8. მხატვარი ქალი - ლინოლეუმზე.
9. ლიტოგრაფია ქვაზე - პოლიტეხნიკუმში.
10. ირაკლი ტოფაძე - სურათის დათავება
11. ახალგაზრდა მხატვრები - პლაკატები: 1. გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს! 2. 15 წელი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისა უდრის 15 საუკუნეს - გაუმარჯოს ახალს გენიას საქართველოისას! 3. გალაკტიონ ტაბიძე სინიდისია ქართული ახალი პოეზიის. 4. გალაკტიონ ტაბიძე – ეპოქალური პოეტია და სხვ.
12. დიდი პლაკატი უნდა დაიწეროს - მოკლე დახასიათებისა არტისტიული თეატრის წინ ჩამოსაკიდებლად, აგრეთვე - პროფკავშირების წინ.
13. ზდანევიჩის კლიშეს გამოყენება - სხვადასხვისათვის.
14. ვახტანგ გარრიკი - „Заря Востока“, აგრეთვე სენია წერეთელი იგ.
15. ლევან მეტრეველი - „მუშა“‚ „კომუნისტი.
16. არტისტების სტუდია - ლექსების წასაკითხავად.
17. კოკი აბაშიძე - წერილისათვის.
[18. ლეო ქიაჩელი - გამოსვლისათვის.
19. კ. გამსახურდია - სიტყვა.
20. კ. მაყაშვილი - სიტყვა].
„სოლეილდორ“.
21. პავლე საყვარელიძე; ანიკო ქავთარაძე.
22. „სოლეილდორ“ - ყვავილები.
23. ირრადიონ ქავჟარაძე - „ლომისი“-სათვის წერილი კეჭაღმაძისა.
24. ვ. რუხაძე - ლექსი ლომისში.
25. გ. ქუჩიშვილი - ლექსი სცენაზე.
26. ლ. ძიძიგური - ბანკეტის მოსაწყობად‚ აგიტაცია.
27. საფო მგელაძე - ლექსი და სხვ. და სხვ.
28. ილ. რუხაძე, ალ. მიქაბერიძე‚ ნინო ნაკაშიძე და სხვ. „ნარკომპრ“. გავლენისათვის.
29. გორრევკომი.
დაწესებულებები, რომელთაც შეუძლიათ ფულის გადადება ან...

45. ივ. გომართელს.
46. ექიმთა კორპორაციას.

სამწერლო მაგიდა. ბინის გამშვენიერება.
გრ. ცეცხლაძე. ი. გედევანიშვილთან.
ნინო ნაკაშიძე და ნინო ოკუჯავა.
კომისია.