შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-499-6 - 1922 წელი


სამოსი – სამუდამოსი.
რადიო.

ბაქქარა
სხედან ჩოხოსნები. მათ შეუერთდება კიდევ ორი.
- დაგირიგოთ?
- დიახ, გთხოვთ.
- ერთი, ორი, სამი, მიირთვით.
- ბაქქარა, ბაქქარა.
- ძალიან აიწია, ბაქქარა.
- მე ვაორებ.
- წააგეთ.
- წავაგე! ხა, ხა, ხა!
- ო, როგორ უდარდელად აგებთ.
- ბრავადის გამო, არა?
- ხედავთ.. მე სრულიად არ მინდა, მოვიგო და მაინც ვიგებ. აი, კიდევ მოვიგე.
(წამოდგება) - მე წავაგე ყველაფერი, რაც მქონდა.

*
1-12. „Амирани“. Агаджанов.
30 დათიკოს.
ხვალ დილით.
მოვიარო – სამგლოვიარო.
წიწილით – სიცილით.

*
ერთმა ქმარმა ღალატზე მოუსწრო ცოლს. ცოლი არ დაიბნა და გმირულად უარყოფდა – არავითარი ღალატი არ ყოფილაო. ვიყავი, ვარ და ვიქნები მხოლოდ შენი ერთგულიო. ქმარი გააოცა ცოლის ამ ყოვლად უსინდისო მტკიცებამ. მაშინ მოთმინებიდან გამოსული ცოლი ატირდა: ეხლა კი დავრწმუნდი, მიშელ, რომ აღარ გყვარებივარ, დღემდე მე ყველაფერს მიჯერებდი, დღეს კი საკუთარ თვალებს უფრო უჯერებ, ვინემ უერთგულესი ცოლის სიტყვებსო.

*
- მამაო! თქვენთან რომ ვინმე მოვიდეს – წაგავლოთ წვერებში ხელი და მტრულად დაგიწყოსთ ღრეჭა: მამაო ივანე, მამაო ივანე, მამაო ივანე, მამაო ივანე. რას ჩაიდენდით თქვენ მაშინ, მამაო?
- ერიჰაა, - დაიძახა ივანემ, – ეს ჯოხი ხომ ტყვილად არ დამაქვს. ამ ჯოხით გავუპობდი თავს.
- აჰა!! თქვენ აგრე ჩაიდენდით! ეხლა დამიგდეთ ყური, მამაო: დამდგარხართ ეკლესიაში, ჩაგიცვამთ საპამპულო ოლარი და წამდაუწუმ იძახით: უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. ახი არ იქნება, იმ უფალმა იესო ქრისტემ და სამასსამოცდასამმა წმინდა გიორგიმ გარდმოგივლინოსთ ყოვლის მომსპობი ჭირი და აღგავოსთ პირისაგან მიწისა - შენცა და შენი დიაკვანიც?

*
მას შეუერთდა ახალგაზრდა აქტიორი ქალი - ევა - მსუბუქი ტანის, ლერწამივით - ნამდვილი მუზა ალфრედ-დე-მიუსესი.

*
ეს გამოსვლა არაა: ეს არის დაცემა, კატასტროფა, რღვევა. უფრო მეტი შთაბეჭდილება არ დარჩებოდა - ბოლიდი, აეროლიტი ან მთვარის ნატეხი დარბაზში რომ ჩამოვარდნილიყო!

*
ამ დროს იგი სჩანდა უფრო მეტად, ვინემ ადამიანი - ის იყო ადამიანი და გორილა, რომლის დასამორჩილებლადაც საჭირო იყო მხოლოდ მორჩილება, რითაც ამშვიდებენ ხოლმე ყოველ არაბუნებრივ ძალებს.

*
მას ჰქონდა ასი თვალი, ასი პირი, ხელები კი ყველგან - აქეთაც, იქითაც!

*
როდესაც სამხედრო საბჭოს თავმჯდომარემ გენერალ მალლეს ჰკითხა: ვინ იყვნენ თქვენი თანამომხრენი? - მან ამაყად უპასუხა: "მთელი საფრანგეთი და თქვენც, ჩემთვის ბედს არ ეღალატნაო!!"

*
კახეთი სავსეა სიфილიტიკებით, განსაკუთრებით ქალ.

მასკარადი
კარტის თამაშის დროს წააგებენ: ფულს, ცოლს, სულს.
ეფეკტიანი წვიმა. ეფეკტიანი თოვლი. ეფეკტიანი ტყემლები.
ჩოხიანი კარტოჟნიკები.
Фოკუსნიკები.
ქალებიც თამაშობენ.
ნიღაბებით.
ყველა მოქმედებები ერთ დარბაზშია.
ყველა მოქმედებებში მუსიკაა, აქა-იქ ცეკვა.
უეცარი მეხი. ქუხილი.
მომღერალი ქალი.
სიცალიერე.
„რეჩი“. „კონფერანსიე“. „მარჩიელი ქალი“. მაჭანკალი.
ერთი მაგიდა მოთამაშეები.
ერთი მაგიდა ღვინის მსმელები.
დანარჩენები.

*
[ვის გახსოვთ ფაფარ-აშლილი].
ნადირობა შეიძლება:
1. მწყერზე, ტყის ქათამზე - 1 აგვისტოდან.
2. სასარაკზე, სავათზე, გარეულ ინდაურზე - 1 სეკტემბრ.
3. გნოლზე და კაკაბზე - 1 სეკტემბრ.
4. ხოხობზე და კურდღელზე - 15 სეკტემბრ.
5. იხვზე, ბატზე და ყოველგვარ ჭაობის ფრინველზე - 1 აგვისტოდან.
ქ. სიღნაღი, 1 სეკტემბერი