შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-10 - 1922 წელი


გალაკტიონი. 1922.

[ავტოპორტრეტი]
[პორტრეტი ლოთის]

[იგი ბავშვობისას არ იყო ასეთი,
უყვარდა ტოლსტოი, გერცენი, გაზეთი].

*
იგი მიდიოდა მეტად ნაცნობ ქუჩაზე. მისი წარსული სავსეა შეცოდებებით. მას მეტად ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე მეტად დაუნდობლად ამ მტრებში ეჩვენება მას ერთი ახალგაზრდა, თავზეხელაღებული, ლოთი, მეტად სასტიკი პიროვნება. იგი იეზუიტია. იგი ყოველთვის დაფარული მტერია მისი, არაგულწრფელი, საშიშრად ზრდილობიანი.
და აი ხვდება მას.

*
იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი.

*
[და] მოსვენება და ჭამის მადა, მისი აღტყინება სხვის წინააღმდეგ აპოგეას აღწევს, პატოლოგიურ მოვლენამდე მიდის. [მან იცის, რომ მისი საშველი არ არის, არ არის, არ არის.] იგინი ვერ ეღირსებიან, [რომ იგი] არტისტად, პოეტად და მომღერლად [იქნას] აღიარებას. [სულ ამის გამოა უნიჭოთა შფოთი და დავიდარაბა. სულ ამის გამოა ტიტე ტაბიძის მოუსვენრობა.] ტიტე ტაბიძე ერთი ამ უნიჭოთაგანია. [რაისი იმედი აქვს ამ საცოდავ დიაკონს, როდესაც იგი რომელიმე საღამოზე დღავის თავის უშნო [ურითმო] ლექსებს? განა არ ურჩევნია მიანებოს თავი [ლექსების წერას] ყველაფერს და ხელი მიყოს სპეკულიაციას, საითაც მისი ნამდვილი მოწოდებაა? და ამას თვითონაც კარგად გრძნობს. ამ შემთხვევაში მისი დემონია გალაკტიონი.]
[ჩვენის აზრით, სწორედ ამის გამო უნდა იყოს დაწერილი მისი ლექსი უკანასკნელ „ბარიკადში“:]
ჩემს გზას შორეულს, პოეტს ჩამორჩენილს
საქართველოს ტრიალ სარკეში
გზა დამებნია.
[„სწერს“] [ამბობს იგი „ბარიკადის“ უკანასკნელ ნომერში. სწორედ ამ სიტყვებში ისმის ნადსონის მოტივების გადამღერება. ამასთანავე ესაა ტიც. ტაბიძის ნამდვილი ავტოპორტრეტი (მეორე ყანწია). მას, მართლაც რომ, „გზა დაებნია“. ესაა მისი ნამდვილი ავტოპორტრეტი (იხ. „ბარიკადი“ 4)].
[ჩვენ ვკითხულობთ...] ამ "ჩამორჩენილ პოეტს" და უპირველესად კი ამ მოიჯარადრეს [რა უფლება აქვს] უფლება არ აქვს [სთქვას სიტყვა] [მაინც] თავის თავს "პოეტი" უწოდოს. იგი არასდროს არ ყოფილა, არც არის და არც იქნება პოეტი (ასეა თუ არა, საზოგადოებავ?).

*
დანტეს საღამო. მწერალთა კავშირის მეშვიდე საღამო ჩატარდა არაჩვეულებრივის სიმკვირცხლითა და სითამამით.
ერთი უმძიმესი საკითხის წინ. რ. ინწკირველი მოკლე ხანში წაიკითხავს მოხსენებას შემდეგ თემაზე: „პოეზია პირდაპირ სდგას ერთი უმძიმესი საკითხის წინ“.
ვასო აბაშიძის იუბილეჲ.

*
 „ხომალდი“ - მოკლე ხანში გამოვა ყოფილ ჟურნალ „ცისარტყელას“ გაგრძელება - ჟურნალი „ხომალდის“ მეორე ნომერი.
გრიშაშვილის წიგნაკი გამოვიდა რუსულ ენაზე - იოსიფ გრიშაშვილის ლექსები. წიგნაკი შეიცავს 24 გვერდს.

ლ. ნათაძის გარდაცვალება. კოწია გამსახურდიას დაპირება. ხელნაწერების შეძენა. „ლომისი“. [ზ. ჭიჭინაძის იუბილეს მოწყობა.] [100 წიგნი ზ. ჭიჭინაძისა.] [წიგნი ზ. ჭიჭინაძეზე.] სანდრო შანშიაშვილი. კოტე მაყაშვილის ქალი. ვასილ ბარნოვის რო.; არაგვისპირელის წიგნი. პოეტესსა ბაბილინა. დუტუ მეგრელი. თედო სახოკია. მ. ბოჭორიშვილი. პოეტესა განდეგილი. პოეტესა ან. ერ. ხოშტ.; ვ. რუხაძის წიგნი. დ. კაკაბაძის წიგნი ფრანგულად. დანტე ქართულად. გიორგი ქუჩიშვილი. მწერალი ხომლელი. თ. რაზიკაშვილის მკვლელობა. პოეტი ბაჩანა. პოეტები უბინაოდ. კაфე დარბაზი. გაცხრილვა მწერალთა. ქართველი პოეტები სომხურად. ამბარცუმიანის მოხსენება. მანდელშტამის წერილი. ქართველი მწერლები ბათუმში. მწერალთა კავშირის კრებები. გალაკტიონ ტაბიძის წიგნი. გენუის კონფერენცია. სრულიად საქართველოს მწერალთა მუზეუმი. მელიტონ ბალანჩივაძე. ვასო აბაშიძე. შალვა დადიანი. ელო ანდრონიკაშვილი. ნინო ჩხეიძე. ნინო დავითაშვილი. ალექს. იმედაშვილი. დიმიტრი არაყიშვილი. რაბისის კრებები. ვალერიან გუნია. ქართველი მხატვრები. მოსე თოიძე. გამოფენები. არმენიანის იუბილეჲ. ახალი გამომც. ირმ.; სახელმწიფო გამომცემლობა. ვ. ბარნოვის ეს რომანი. ია ეკალაძე. იოსებ იმედაშვილი. შალვა ამირაჯიბი. სალიტერატ. ხუთშ.; სალიტ. ხუთშაბ.; მწერლების არდაშვება თ. რ.; სტამბა მწერალთა კავშირში. ქაღალდი მწერალთა კავშირში. შიო მღვიმელი. აკაკი წერეთლის საფლავი. პანთეონის შესახებ. „ქიმერიონი“. მწერალთა კავშირ. წევრად მიიღება. ნ. აზიანი. ფიროსმანაშვილის სურათები. სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასწავლებელთა კავშირი. გამოძიება რაზიკაშვილის მკვლელობისა. ქუთაისი. ქართული პროზა. ქართული გაზეთები რუსულად. ბანკეტი. მწერალთა კავშირის გამომცემლობა. უცნობი პოეტები. ირაკლი II-ს ქალიშვილები. სია მწ. კ. წევრებისა. მწ. კ. წიგნთსაცავი. ვაჟა ფშაველას წიგნი. ნ. ბარათაშვილის შესახებ.  ალ. ჭავჭავაძის მსახური. ილ. ჭავჭავაძის ქვრივი. შოთა რუსთაველის სურათი. ბესიკის ხელნაწერები. ნიკო მარის წიგნი. სარგის კაკაბაძე. „ვეფხის ტყაოსანი“. 750 წ. რუსთაველი. რჩეული ლექსები აკ.; ყველა მწერლები ერთ პანთ.; წერა-კითხვ. საზოგად.; საეტნ. საზოგადოება. ახალი რამეების შეგროვება. ყაზბეგის სოფელში. ან. ერ. წერეთლისა - საბ. ჟურნალი. ნინო ნაკაშიძე. ანტოლოგიები. ფრანგი პოეტები ქართულად. წიგნი დანტეს შესახებ. ხალხური პოეზია (იდეურად საჭირო). მოწოდება სოფლ. ინტელიგ.; კიოსკების იჯარა. გამომცემლობა ს. აზ. წინად. სამეურნეო კომისია მწ. კ. საგამომცემლო კომისია მწ. კ.; სარედაქციო კოლეგია. რედაქციისაგან. ქართული წიგნის მაღაზიები. ქართული ენა შკოლებში. ახალი მუსიკ. ნაწარმ.; ახალი დრამატ. ნაწარმ.; ახალი პოეტური ნაწარმ.; იაკობ ნიკოლაძე. შალვა შარაშიძე. სამსონ ფირცხალავა. ლეო შენგელაჲა. მელიტონ გობეჩია. პოეტი დემონი. ტფილისის სემინარია. ტფილისის გიმნაზია. ბაგრატის ტაძრის ნანგრ.; მამია გურიელზე. ფრესკა ბაგრ. ტაძ.; დანგრ. ტაძრები და მონასტრები. გაძარცული მონასტრ.; ქაშუეთის ტაძარი. თეატრები ტფილისში. ია ეკალაძის მოხსენება. წინასწარი ცენზურა. ქართველი მწიგნობრები. ტრ. რამიშვილი. ნ. შიუკაშვილი. არჩილ ჯორჯაძე. სოლო გოშაძე. იროდიონ ევდოშვილი. პარმენ ცახელი. 139.


მელიტონ ბალანჩივაძე

ჩვენს მშობლიურ ენაზე არსებობენ განსაკუთრებული ტერმინები საერო (სიმღერა) და საეკლესიო (გალობა) ცნებათა გამოსახატავად. [თუმცა ზოგი] თანამედროვე ავტორი ხშირად ერთმანეთისაგან ვერ არჩევს ამ ორ სხვადასხვა ცნებას, ძველად კი არც ერთი ავტორთაგანი თავის თავს ნებას არ აძლევდა ერთმანეთში აერია ეს ორი საკმარისად განსაზღვრული და ნათელი გამოთქმა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი დარგი ქართული მუსიკალური ხელოვნებისა ერთმანეთში მჭიდროთ არის დაკავშირებული, ჩვენ აქ ვისაუბრებთ მხოლოდ საერო [ქართულ]  მუსიკაზე.
საქართველოს ისტორია, სამწუხაროდ, არავითარ ცნობას არ გვაძლევს არც ქართულ ნაციონალურ სიმღერის დასაწყისზე, მის, ასე ვთქვათ, ჩასახვაზე, მის თანდათანობით ზრდასა და განვითარებაზე, არც იმ გავლენასა და ცვლილებებზე, რომელსაც იგი უთუოდ განიცდიდა თავისი მრავალსაუკუნიანი არსებობის განმავლობაში. მოკლედ ვთქვათ: სამწუხაროდ, ქართულ ეროვნულ სიმღერას არ აქვს თავისი თუნდაც სულ მოკლედ დაწერილი ისტორია. ვამბობთ: „სამწუხაროდ“, რადგან მან, მისი თანამედროვე მდგომარეობის მიხედვით, გაიარა [დიდი]  გრძელი გზა სრულიად თავისებური განვითარებისა, შეინახა რა ამასთანავე დღევანდელ დღემდე იგივე თავისებურობა, როგორც მუსიკალურ აზრთა გამოთქმის ხასიათით, აგრეთვე ჰარმონიულ შეთვისებათა და დასასრულ ფრაზათა [თავისე...]  განსაკუთრებულობით. მას აქვს ორიგინალური სიმშვენიერე კოლორიტისა და სტილის, დამახასიათებელი სილამაზისა და გამოთქმის.

*
ზაქარია ჭიჭინაძე „ქართველი მწიგნობრები“.
ლომისი. ლომისი.
 

ღია ბარათი

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭომ [ერთხმად მიიღო საქ. მწ. კავშირის პრეზიდიუმის წინადადება] დაადგინა, რათა შესაფერისი ზეიმით იქნას გადახდილი ჭაღარით შემოსილი მწიგნობარის, ზაქარია ჭიჭინაძის 50 წლის მოღვაწეობის იუბილეჲ. [საზოგადოებრივი აზრი ენერგიულად გამოეხმაურა ცნობას ამის შესახებ და მწერალთა კავშირისაგან მოითხოვა, [რათა] დაუყოვნებლივ სისრულეში იქნას მოყვანილი ეს დადგენილება, მით უმეტეს, რომ] ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეჲსთან ერთად [ნაგულისხმევი იქნება დღესასწაული] იგულისხმება ქართული წიგნის [ქართული ჟურნალ-გაზეთების, ქართული ცხოველი სიტყვის]  დღესასწაული. [აქ შეერთდება] ქართული წიგნი [ჩვენი სულის]  სულია საქართველოს [სადაც ერთად თავმოყრილია მისი] შემოქმედების. [იქ მატერიალურ სახეში ერთდება სიტყვა, წერილი, [და] სტამბა. თავისთავად ცხადია, რომ არათუ ერთი, არამედ ათი ადამიანის სიცოცხლეც კი არ ეყოფა, რომ დაიწეროს ქართული [ლიტერატურის] წიგნის სრული ისტორია და მით უმეტეს, რომ ასეთი ლიტერატურის ისტორია იქნება აგრეთვე...] როდესაც ამისი ისტორია დაიწერება, იგი იქნება არა მარტო წიგნის [ისტორია], არამედ საქართველოს კულტურის ისტორიაც. [მაგრამ] იყვენ და არიან საქართველოში [ადამიანები, რომლებიც გადადებულნი არიან] მწიგნობრობის [პალლადინებად] რაინდებად, ისინი [სრულიად] უანგაროდ, თავდადებით [მუშაობდენ და მუშაობენ] ემსახურებოდენ და ემსახურებიან [სრულიად უანგაროდ]  მისი აყვავებისა და აღორძინების საქმეს. [და ერთი მათგანი] მათ შორის ყველაზე უფრო თავდადებული - არის ზაქარია ჭიჭინაძე.
50 წლის განმავლობაში [ემსახურებოდა და ემსახურება]  [მოღვაწეობს]  ეს [ადამიანი თავის]  პიროვნება [ამ უკეთილშობილეს საქმეს]. როდესაც იგი [სამოღვაწეო] ამ ასპარეზზე გამოვიდა, თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ საქართველოში საზოგადოებრივი იდეებით გატაცებული [ადამიანები]  პიროვნებები.
ზაქარია ჭიჭინაძე თავდადებით შეუდგა [თავის] უკეთილშობილეს საქმეს.. მთელი საქართველო მოფენილია მის მიერ გამოცემული წიგნებით. [ქართული მუზეუმი სავსეა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ აღმოჩენილი ძველი ხელნაწერებით]  მან მრავალი ძველი ხელნაწერი აღმოაჩინა და გააცნო... მთაწმინდის ქუჩები კიდევ ინახავენ ლეგენდებს იმის შესახებ, თუ ვის ჭერქვეშ იფარებდა თავს ჩვენი [მოწინავე ინტელიგენცია] დევნილი ახალგაზრდობა. სამაჰმადიანო საქართველოში პირველად შეიჭრა ქართული წიგნი. იქ მშობლიური ენის აღდგენის საქმეს თავდავიწყებით ემსახურებოდა ზაქარია ჭიჭინაძე, [პირდაპირ გმირობად უნდა ჩაითვალოს ესოდენი მოღვაწეობანი ზაქარია ჭიჭინაძისა] მან მოიარა მთელი საქართველო, [და] მის სხვადასხვა კუთხეებში კრებდა ხალხური ლირიკისა და ეპოსის ნიმუშებს, ლეგენდებს, ზღაპრებს.. ქართული ჟურნალ-გაზეთები სავსეა ზაქარია ჭიჭინაძის ისტორიული წერილებით. ქართული ლიტერატურის კორიფეები გულწრფელ დაფასებას პოულობდენ ზაქარია ჭიჭინაძის სახით. [ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვა] წინედ უცნობნი და [ახლა] შემდეგში განთქმული სახელები ხშირად პირველად იცემოდენ ზაქარია ჭიჭინაძის მიერ. ზაქარია ჭიჭინაძე ერთადერთი ადამიანია, რომელიც პირადათ იცნობდა ყველას [საქართველოს] უუძველესი ჟურნალის „ცისკარის“ თანამშრომლებიდან [ვიდრე დღემდე] დაწყებული: იგი ერთად ერთი ინახავს ძვირფას მოგონებებს ქართული წიგნის აღორძინებისას.. იგი მუდამ სუნთქავდა ქართული წიგნის მაღაზიების ჰაერით.. [იგი მისი] ტიპიური ბიბლ. სახე სჩანს წიგნის კორეკტურებში და სტამბის მანქანათა გრიალში [ასოთამწყობების [ძმურ] სიმღერებში].
[ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საქართველოს:]  დადგა დრო, როდესაც დაფასებული უნდა იქნას ეს უანგარო პიროვნება, [შეუდექით სამზადისს ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეჲსათვის. ტფილისში ამ დღეს თავი უნდა მოიყაროს, თავისი სიტყვა უნდა თქვას ყველა ქართულმა ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა.]  ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საქართველოს, მხურვალე მონაწილეობა მიიღოს ამ დღესასწაულში, ლიხს იქითა და აქეთა მხარე ძმურად უნდა შეერთდეს დიდი დღესასწაულის, ქართული წიგნის დღესასწაულის, დღეს ტფილისში.
[სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატ. ამა და ამ დღეს ხელოვნებათა სასახლეში მოხდება შეერთებული სხდომა ზაქარია ჭიჭინაძის საიუბილეო კომისიისა. ჩვენ მოვუწოდებთ ორგანიზაციებს, გამოგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები ამ სხდომაზე.]
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, საზოგადოებრივი აზრი [უკვე] ენერგიულად გამოეხმაურება ჩვენს დადგენილებას და ეს [თავმდებია იმისი, რომ ბრწყინვალედ ჩატარდება] იქნება თავმდები ამ დღის ბრწყინვალედ ჩატარებისა.

*
შენს დასერილ ტანს, სამშობლო ჩემო...


ბალლადა ბროლის კოშკისა

მთელ საქართველოში განთქმული იყო ულამაზესი ქალის სახელი - თინათინ ბაგრატიონი. მრავალ ახალგაზრდა ქალს გული უტოკავდა ამ სახელის ხსენებაზე... საქართველო მოფენილი იყო [მისი] მასზე სიმღერებით. და კოშკს, რომელშიდაც იგი ცხოვრობდა, ერი უცქეროდა სიამაყითა და სასოებით.
[მიაღწია] (იცოდა) ამ ამბავმა სპარსეთის შაჰის კარზე: მან რამდენიმეჯერ სცადა მოეპოებინა ის ქალი, მაგრამ ვერა გაახერხა რა - დაეცა ღამით თავს. ქალი ძალით წაიყვანა...


Ангел с пергаментом

Ангел держал длинный свиток пергамента,
Задумчиво глядя на землю с высоты небес.
Прости, прости! Тщетно я надеялся,
О, яркий вечер алмазных сергей.
О, молитва уст, мой памятник и слава,
Ты загрезишь моим именем когда нибудь!..
И своды Грааля, и колокольни Лидии
Разбились у ног твоих.. и слышу я стенанье.
О, как побледнела небесам подобная
Мечта, отрицающая все,
И туча огневая, и чинар,
Свой стан выпрямляющий лишь под небом Азии.
Ангел держал длинный свиток пергамента,
И листья роняли бледность посланья.
Вотще я надеялся. Вотще мы жаждали
Друг-друга... Прости, навек!
В море янтарей опускается (падает) занавес,
Вечер дрожит пугливый и призрачный.
Исчезают цветы в томленьях вечера.
Прости, прости, прости!
 
Сагамо нлдеба да квдеба врдеби -  
Мшвидобит, мшвидобит, мшвидобит!

*
სოლოლაკის ქუჩა №14. ბინა ხეცურიანისა. შალვა ასათიანი.