შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-5 - 1921 წელი


[ბევრი მიმართულება].
[მან] კარგად [შეიგნო] მცოდნეს - რომ ბედნიერების მოსაპოვებლად სრულიადაც საჭირო არ არის ასიამოვნოს ყველა გამვლელ და გამომვლელ წელიწადებს და დღეებს - მას ეზიზღება მათი ყოველგვარი შEემთხვევითი საქმე... რადგან მრავალი გამოცდილებით სავსე, გონება მახვილი, ერუდიტი იგი შეუბრალებელი მოსამართლეა წარსულისა, მაგრამ სასჯელისთვის იგი სრულიად არ ქმნის ახალ კანონებს, არც ტოვებს სამართლიანობის საზღვრებს: წარსულის მიერ [დატოვებულ] დალუქულ ძვირფას ფოლიანტებს არ [გა]ხსნის, რომ შეურაცხყოს იგი, მაგრამ ლუქ ახსნილ რელიკვიებს არასდროს არ დალუქავს. იგი სრულიად არაფერს ეუბნება მას თავის მოვალეობასა და ნაკლულევანებაზე - იმიტომ რომ წარსული მას ვერ მოეშველება - პირიქით, დააპირებს დაცინვასა და აბუჩად აგდებას. სამაგიეროდ იგი თავისი ხარბი თვალით დაჟინებით იცქირება მომავლისაკენ (გაიხსენეთ ედგარ პო), სადაც მას საკმარისად ეგულება ერთგული რაინდები, რომელნიც მიეშველებიან მას და გაახარებენ. იგი სვამს საუკეთესო ღვინოს, გადარჩენილს წარსულისაგან - (ვილჲე-დე-ლილ-ადანის გმირმა) მაგრამ თვალყურს ადევნებს თავისთავს, რომ ღვინო არ მოეკიდოს. ღვინო, [ცნობილია, ამდიდრებს] საჭიროა ინტუიციისათვის, მაგრამ ამ ღვინოსთან ერთად წარსულმა მრავლად დასტოვა გადაუხდელი ვალები. ჩვენი საუკუნე ძალიან ჭკვიანად იქცევა, რომ არც ვალებს იხდის, არც თავდებად უდგება ვისმეს მევალეების წინაშე. რა დასტოვა, მაგალითად, მე-XIX საუკუნემ? - მან XX საუკუნეს საჩუქრად მიართვა მხოლოდ ზარმაცი ცხენი - XX საუკუნეს კი გაქანებული მერნები სჭირდება: ეხლა ეს მერნები დგანან ახალი ეპოქის კარებთან და უცდიან გაბედულ მხედრებს. ისინი კარგად გრძნობენ სივრცეს, შემოვლებულს გიგანტიური ნაბიჯებით, რადიო, უმავთულო ტელეგრაფი, აერო, ავტო, მათი საშუალებით საკითხი, რომელიც ირჩევა ვერსალში, სამკვდრო-სასიცოცხლოა - შორეული სილეზიის მადნებისათვის. ყველაფერში ვგრძნობთ საოცრად დაახლოებულ მსოფლიო პოლიუსებს. ესაა ფონი - რომელზედაც ახალი პოეტი და ახალი გმირი - შექმნიან ახალ-ახალ სიმღერებს, ახალ სურათებს, ახალ ხელოვნებას.
აქ ხელოვნებისთვის გაშლილია [სრულიად არა] დიდი ასპარეზი. [თანამედროვე ხელოვნებამ უნდა მიიღოს ყველაფერი] წარსულს ჩვენ არ ვთვლით უმნიშვნელოდ დაკარგულად.
იმ უძველეს ღვინოსავით გამომდგარი ტრადიციის საფუძვლებზე, მასში ჩაცვენილ ნაწირალების ქიმიურად განადგურების შემდეგ, შეიქმნება ახალი ხელოვნება, ძველი რომანტიზმის განახ...