შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-18 - 1920-იანი წლები


მეფე პოეტების
გალაკტიონ ტაბიძე: ქიმერა, რასა მალავ?
ქიმერა: არაფერს, ხელმწიფეო.
გალაკტიონი: რასა მალავ მეთქი!
ქიმერა: (შიშით ამოიღებს უამრავ გაზეთებს და პოეტს გადასცემს) თქვენი მტრები... ძალიან ბევრი მტერი გყავთ.
გალაკტიონი: (ისვრის ფანჯარაში გაზეთებს) ქიმერა, ერთხელ და უკანასკნელად გეუბნები: მე გაზეთებს რომ ავყოლოდი, დღემდე ათასჯერ უნდა მომეკლა თავი.
ქიმერა: ნუ ბრძანებთ, ხელმწიფეო, ღმერთმა დაგიფაროსთ.
გალაკტიონი: ქიმერა, შენ კიდევ რაღაცას მალავ...
ქიმერა: (შიშით ამოიღებს კიდევ უამრავ გაზეთებს) ნუ მიწყენთ, ხელმწიფეო, ეს გაზეთებია 1908 წლიდან. დიდძალი წერილებია თქვენზე. თქვენ იმ წერილებში მეფეს კი არა, ღმერთს გიწოდებენ. თქვენ ძალიან უყვარდით.
გალაკტიონი: [მართალი ხარ] ქიმერა, ეს სიყვარული უბრალოდ არ დამიმსახურებია. ვინ დასწერა "მე და ღამე"? ვინ დასწერა „მერი“, [„მესაფლავე“, „ლურჯა ცხენები“] „ატმის ყვავილები“ (შეიძლება ეს ფაშალიშვილებმა დასწერეს?), ვისია „ლურჯა ცხენები“ (შეიძლება ესეც [ს. თ-იას] მათ, ფაშალიშვილების კალამს ეკუთვნის?).