შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-3 - 1917 წელი


ევა
რომანი
I

- სამშობლო, სამშობლო! - ღვინით სავსე ჭიქით ხელში ამბობდა მოხუცი იოველი და ცრემლ-მორეული უთითებდა ბაგრატის ტაძრის [ნანგრევებზე] ნანგრევ კედლებზე, რომელიც მშვენიერი საღამოს [ცაზე] ცაში შეჭრილიყო. [და არას დროს] იოველს ყურს უგდებდა მთელი უკანასკნელი კლასის გიმნაზიელი ქალები. ეს იყო გამომშვიდობება. ეს იყო ქუთაისში.
- არასდროს არ უნდა დაივიწყოთ თქვენი მრავალწამებული სამშობლო. მე არ შემიძლია დღეს დამშვიდებით გესაუბროთ თქვენ. არა, არ შემიძლია! ამდენ ხნის განმავლობაში ვიყავით ერთად.. ეხლა თქვენ წახვალთ და ვინ იცის, რა მოგელისთ თქვენ. შხამიანია ცხოვრება.
იოველმა ცრემლები მოიწმინდა, მისი ნაოჭებით დაფარული მოხუცი სახე ამ დროს გულწრფელი იყო. მაგრამ არც ერთ ახალგაზრდა ქალს ეს სიტყვები არ აღელვებდა, რადგან ცხოვრების არავის არ ეშინოდა. ამასთანავე არავინ არ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა სამშობლო.
- ოჰ, მე ვგრძნობ, მე ყველაფერი ვიცი, - სთქვა უკანასკნელად მოხუცმა მასწავლებელმა. - მაპატივეთ, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით. თქვენ დაგამახინჯეს, თქვენ სული წაგართვესთ. ვინ და ან როგორ, ამაზე ლაპარაკი მე არ შემიძლია, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. თქვენ არ იცით, რა არის სამშობლოს სიყვარული და მაშასადამე, არაფერი არ იცით. მითხარით, აბა, სად მიდიხართ, რას აპირობთ, რა ნიადაგი გაქვთ სამოქმედოთ.. რა უნდა ჰქნათ თქვენ, საცოდავებო, საცოდავებო! ოჰ, წყეული იყოს, სამარადისოთ წყეული იყოს, ვინც თქვენ [არ შეგიცოდათ] ასე მოგექცათ!
ახალგაზრდა ქალებმა ერთმანეთს გადახედეს: რას ამბობს მათი მოხუცი მასწავლებელი? მთვრალი ხომ <არ> არის ან რაც უფრო ჭკუასთან ახლოა, ხომ არ გადარეულა საბრალო მოხუცი მასწავლებელი?
ყველა ახალგაზრდა ქალი საუკეთესოდ, სადღესასწაულოდ იყო ჩაცმული. მათ სახეზე ახალგაზრდული ძლევა-მოსილება იხატებოდა. ყველა ამათმა დაასრულეს სასწავლებელი და ეხლა მათ ეკითხებიან: სად მიდიხართ თქვენ, რას აპირობთ, რა ნიადაგი გაქვთ სამოქმედოთ; რა უნდა ჰქნათ, თქვენ საცოდავებო, საცოდავებო..
ჰაერში გრგვინავდა მოხუცი იოველის წყევლა, საშინელი წყევლა.
- რას გვაშინებთ, ბ-ნო მასწავლებელო, - სთქვა ამ დროს ერთმა ახალგაზრდა ქალმა და იოველს პირდაპირ სახეში შეხედა.. - თქვენ მართალი ხართ, ჩვენ ცხოვრებაში მივდივართ და არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ მართლაც დაგვამახინჯეს, მაგრამ ღმერთია მოწყალე... ჩვენ არ გვეშინია, განა თქვენ არ გვასწავლეთ აკაკის სიტყვები: „თავგანწირულად, ლომივით შევებრძოლები ქვეყანას... რას მომცემს, ან რას დამაკლებს, გული რომ დამწყდეს მისთანას“? მაშ, მასწავლებელო, ძვირფასო, ძვირფასო მასწავლებელო... მაპატივეთ, მასწავლებელო, რომ ქართულად ლაპარაკი არ შემიძლია.. ახ, მე ქართულად ლაპარაკი არ შემიძლია.. აჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! მასწავლებელო, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის ცხოვრებისთვის მომზადებული? მე ვერ ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა, არ შემიძლია რაღაც... ენა არ მემორჩილება... არ გამოითქმება ენით ის, რასაც მე ვგრძნობ ეხლა. გუშინ ქუჩაში აკაკი წერეთელი დავინახე... ახ, მასწავლებელო, მე ვერ ვამბობ.. მე ქართულად ლაპარაკი არ შემიძლია.. მაპატივეთ, მაპატივეთ, ძვირფასო მასწავლებელო. აკაკი მიდიოდა ქუჩაში... ნუ გეშინიათ თქვენ, მასწავლებელო, ჩვენ ვიბრძოლებთ... ხა, ხა, ხა, ხა! ღმერთო, რა ვქნა!
მოსწავლე ქალს გული შეუწუხდა და მაგიდაზე დაემხო... იგი ეხლა მწარედ სტიროდა. მკლავებში ჩაემალა სახე და ისე სტიროდა, მწარედ, გულ-ამოსკვნით...
- ევა, ევა! - იკივლეს ამხანაგებმა და მისცვივდენ. ნუგეშისცემის ნაცვლად ყველამ წინსაფრები აიფარა და ტირილი მორთო.. ო, ეს საშინელი  ტირილი.. მართლაც, წყევლა და კრულვა მას, ვინც ჩვენი ახალგაზრდობა მიიყვანა ამ ცრემლებამდე! ნუ ეღირსოს მას უკეთესი ბედი! ვის შეუძლია დაიჯეროს რამე იმ უსიცოცხლო და უსისხლო [ახალგაზრდობის] მასწავლებლების, რომელიც ეხლა საქართველოშია? რუსეთიდან მოვიდენ ისინი, გაყინულნი იქაური ყინვით, გადაჩვეულნი სამშობლოს ცხოველ-მყოფელ მზეს; შეხედავ მათ თვალებს: სადაა ცეცხლი? იგი ჩამქრალია და ისინიც ძლივს მოძრაობენ. შეხედეთ ახალგაზრდობას, იგი ყოველგვარ საქმეში ეჩრება, და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სხვანაირად ეს არც შეიძლებოდა: ძველი უსულგულო [რეჟიმი] მთავრობა გასაქანს არ აძლევდა სასწავლებლებში - ნიჭიერ და თავისებურად, ბუნებრივად მოაზროვნე ახალგაზრდობას. ვიღაცისთვის ალბად საჭირო იყო სასწავლებლების დამთავრების საშვალება მიეცა იმათთვის, ვინც მკვდარი იყო სულით და სხეულით.. ასეთ რენეგატებს იძლეოდა თბილისის და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლები და სემინარიები, ქალების და ვაჟების გიმნაზიები. და ისე, როგორც მთელი რუსეთი, საქართველოც სავსეა დღეს ამ ცოცხალი მკვდრებით, ამ ჭირით და ხოლერით. მათ, როგორც ნასწავლებს, შესცქერის დღეს მდაბიო ხალხი, და ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, რომ ეს ძველი ცოდვების საშინელებაა. რომ ის ხალხი, რომელიც დღეს სასწავლებლებში უფროსობს, გულ-დახშულია, მოკლებულია ადამიანური გრძნობის უნარს, და ვერავის ვერ ასწავლის რამეს. ეს აკადემიელები, ეს არქიმანდრიტები და სხვა ბერები - ამთავრებდენ სასწავლებლებს, რადგან ქონდათ დავის <დახ...>  უნარი, ისეთები კი, რომელთაც ჰქონდათ მტკიცე ნება, შეურყეველი სული და შეხედულება.. ისინი მსხვერპლად ხდებოდენ ამ შავი ჯალათების. ვინ იცის, რამდენი ასეთი მსხვერპლითაა სავსე - თბილისის ძველი სემინარიის კედლები. ო, ჩემო საბრალო სამშობლო.. ჩემო საქართველო! შენ იცი ყველაფერი.
 

* * *

მთელი ეს დღე რაღაც იდუმალი და ნაზი მწუხარებით სავსე დღე იყო.. საღამოზე ევას ბინაზე მოვიდა ორი ამხანაგი ქალი.. [ევა ამ დროს ყუთში წიგნებს ალაგებდა,] ისინი ამბობდენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში ქუთაისში დარჩებიან. რას ამბობთ, ეხლა მაისია, ქუთაისს არა სჯობიარა. მალე ქალაქის ბაღში გრანდიოზული სეირნობები გაიმართება.. ჩამოდის თბილისიდან ცნობილი მსახიობი რუსი, რომელიც რამდენიმე წარმოდგენას დასდგამს და ამასთანავე ისეთი ლამაზი, სიმპატიურია. ო, რამდენი რამ მოხდება. რას ამბობთ, ეხლა ქუთაისიდან წასვლა? ეს სიგიჟეა და სხვა არაფერი.
ევა დიდხანს უგდებდა ყურს.
- შენ რას დაფიქრდი, ევა? - დაეკითხა ერთი, რომელიც ევას საუკეთესო ამხანაგი იყო...
- მე არ ვიცი, როდის წავალ სოფლად, - უპასუხა ევამ.


*
Я однажды посетила Галактиона Табидзе в Грузии, в цветущем городке Кутаис. Просторная комната с голубыми занавесками на окнах ушла вся в молчание той грусти, которая незаметно, безпрестанно болезненно бродит в пуховых туфлях, чья нежная и немая тоска проливает полусонный свет на письменный стол, покрытый в безпорядке книгами, на страницах которых красуются стихи персидских, французских, греческих, грузинских и других поэтов давних веков; чернильница без крышки с ручкой; на пере чернило еще не высохло, а рядом объемистая тетрадь в зеленой обертке гордится сказочными стихами, только что написанными на грузинском языке; к ней подкрадывается с сожаленьем и любовью воспоминание, как фиалочное отражение, радужной, забытой мечты.
[Казалось, вот-вот] [Было такое ощущение, что вот-вот влетит в комнату Эдгаров Ворон,] [было ощущение от потери Леноры] Веяло скорбью от потери Леноры.
Кто-то отозвался [...] Табидзе: „На черном коне [...] как ураган. Черный плащ за ним разве-вается, как черный рок его“. Эта знаменитая фраза не давала мне покоя, когда я видела [этого поэта] его в Грузии.


*
1917. 28-29 [авг.] октябрь. Москва.
Привет тебе мой давний гений,
[Мой ошеломленый] Огней души бунтующий двойник..
[Среди гремящих…] Ты вновь [среди] [в чарах] [нависших]
в волнах огней и теней
Сподвижник сумрачной войны.
Как ты крылат и ожесточен,
Как ты обвеян весь зарями..
И на лице [как давний] твой почин
И мрак, и солнечность, и знамя…
[Привет тебе борьба] за солнце,
Алтарь твой свят, ты весь порыв.
Неситесь тучи у оконца..
Пусть будут слышны рев и взрыв..

Славное море, священный.
Москва. 28 октября.
Кумыс.
[Марсельеза <Ия мо>].
Павшим героям.
[Да здравствует свобода.]

Мы все.

[Толпа кричала: [долой тиранов!] он изменник].
Толпа бушевала. Изменники...


*
ვრცელი. სივრცე-ველი.
ტბები გაყინული.


*
Гремят выстрелы из пушек
Шрапнели сыплются как снег...


*
Мои милые Маня и Ксеня,
Заключаю вас в свои объятия и целую, целую долго и крепко. Целую и плачу, хочу плакать о потере милого Варлаама вместе с вами. Хочу быть с вами  и вспоминать безконца милого Варлаама. Отчаянной черной полосой легла на мою жизнь его потеря. Я с ума схожу от мысли, что больше я никогда не увижу его, никогда, что мне делать, я не могу, нет, с этим мириться; в минуты тоски по нем я просветляюсь и мне кажется, нет, я верю, в то, что Варлаам проснулся в гробе, что он был только в летаргии, его замогильный глухой голос ночью, должно быть, заставил ночью встрепенутся кости его матери и она застонала бы, от чего должно быть застонали колокола Св. Церкви его заброшенной могилы. Да, это так, я слышу сейчас глухой голос Варлаама, который сливается со стоном костей его матери, а колокола звенят, звенят жалобно, тревожно; вы слышите, как ветер забушевал? Все стонет вокруг заброшенной милой могилы Варлаама, все стонет и зовет: на помощ, на помощ.
Бейте тревожные колокола, бей набат, дай всем знать, что человек проснулся и нужно мгновенно его раскопать. Вы слышите чей-то стон, стон испуганного, запоздалого путника? Он только один, что бродил средь мертвецов, он сам живой человек, который бродит по мо гилам как тень, чтобы прислушаться в эту чудную ночь к разговору мертвецов. Он отозвался, его стон гулко донесся до гроба нашего Варлаама и он больше и больше стонет, прося ო помощи. Деревня молчит. Горы и леса застыли. Путник, милый путник, раскопай поскорее могилу, а то он умрет. Путник милый, верни его нам, умоляю тебя, [в] если ты хочешь быть спасителем погибающих.
Встревожены все мертвецы.


რუდოლფ შტეინერი.
ხელოვნებათა საფუძვლები
სტენოგრაფიული ასლი 1909 წ. 23 ოკტომბერს
წაკითხული ლექციის

დაე, ჩვენს წინ გადიშალოს ვრცელი თოვლიანი სივრცე - ველი. მასზე ცალკე ტბები და მდინარეებია, ყინვით შებოჭილი. გაყინულია აგრეთვე ზღვის გასწრივი ნაპირი მძიმე, მცურავი ყინვის მთებით. აქა-იქ დაბალი ხეები და ბუჩქებია, ერთიანად დაფარული თოვლითა და ყინვის წვეტებით. საღამოა. მზე უკვე ჩავიდა, მხოლოდ კიდევ დასტოვა საღამო ჟამის ოქროსფერი ანარეკლი.
ამ სივრცის შუა-გულს სდგას ორი ქალი. და საღამოს ლანდებიდან - იბადება ცნობათ-მეტყველი - თითქო ზეგარდმო ჩნდება მახარობელი ზემხარეებისა. იგი დგება ორივე ქალის წინ და გულდასმით უგდებს ყურს მას, რასაც აღმოიტყვიან მათი ბაგეები მათ საგანძურ-გრძნობათა და იდუმალ განცდათ შესახებ.
ერთი ქალთაგანი ხელებს სხეულზე იფარებს. იგი ერთიანად იკუნტება და ამბობს სიტყვებს: „მე მცივა!“ მეორე ქალი თვალს ავლებს თოვლიან სივრცეს, გაყინულ ტბებს და მდინარეებს, ყინვის წვეტებით დაფარულ ხეებს და - სრული [თავდავიწყებაში] დავიწყებით, სრული დავიწყებით იმ სიცივის, რომელიც შეეძლო მას განეცადა იმ მხარეში გარეგან, ფიზიკურ პირობების გამო, მას ბაგეთაგან სწყდება სიტყვები: „რა მშვენიერებაა ირგვლივ“. ისეთი გრძნობაა, [რომ] თითქო სითბო შედის მის გულში; რადგან იგი ივიწყებს მას, რაც შეეძლო ეგრძნო ფიზიკური სიცივის და ფიზიკური გავლენის გამო. იგი სულიერად სავსებით [შებოჭვილია] შეჭრილია ყინვიან ლანდშაფტის ღვთაებრივ [სილამაზით] სილამაზეში.
მზე თანდათან დაბლა ეშვება - ცის დასავალი მკრთალდება და ორივე ქალი ღრმა ძილში ეშვებიან. ძილში, რომელიც შეიძლება მისთვის საბედისწერო იყოს, ეშვება ის ქალი, რომელიც ეხლა-ხან ისე ძლიერად გრძნობდა ტანში სიცივეს. ძილშია მეორეც, მაგრამ მისი ძილიდან სჩანს, თუ როგორ განაგრძობს მასში ხმოვანებას, როგორ ათბობს მის სხეულს, და ამაგრებს შინაგან სასიცოცხლო სიცხოველეს გამოძახილი წინანდელი სიტყვების: რა მშვენიერებაა ირგვლივ. და მოესმა ამ ქალს საღამოს ნათლისგან შობილი ყრმის სიტყვა: „შენ ხარ ხელოვნება!“ და ქალს დაეძინა. და მან გადაიტანა თავის ძილში მთელი რგოლი [შთაბეჭდილებათა] აღწერილ ლანდშაფტისაგან მიღებულ შთაბეჭდილებათა. და მის ძილში ჩაექსოვა რაღაცა სიზმრის მსგავსი. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ სიზმარი, [არამედ] ეს იყო ერთგვარი სინამდვილე, სინამდვილე სრულიად სხვანაირი: მხოლოდ გარეგანი სახით, მსგავსება სიზმრის, ეს იყო გარეავლენა რომელიღაც სინამდვილის, რომელზედაც ქალის სულს ოდნავ შეეძლო მკრთალი წარმოდგენა ჰქონოდა. ის, რასაც ქალი განიცდიდა, არ იყო სიზმარი, ეს იყო მხოლოდ მსგავსება სიზმრის. ის განიცდიდა მას, რასაც შეიძლება ეწოდოს „ასტრალური იმაგინაცია“. და თუ ჩვენ მოვისურვებთ გამოვთქვათ ის, რასაც ქალი განიცდიდა, ჩვენ ვერ შევძლებთ იმის სიტყვებით შემოსვას სხვანაირად, თუ არ იმ სახეებით, რომლითაც საუბრობს იმაგინატიური შეცნობა. ქალის სულმა იცოდა იმ წამში, რომ მასზე, რაც ყრმამ სთქვა სიტყვებით: „შენ ხარ ხელოვნება“, შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ ინტიმურად, სიტყვების იმაგინატიურ შეცნობის სამოსლით. მაშ, დეე აქაც შემოსილი იქნეს სიტყვებით ამ ქალის სულის იმაგინატიური შეცნობის შთაბეჭდილებანი.

* * *
როდესაც მისმა შინაგანმა გრძნობამ გამოიღვიძა, და მას შეეძლო რაჲმე განსხვავებები დაენახა, მან შეამჩნია გასაკვირველი სახე - სრულიად სხვანაირი, ვინემ [ამას] ჩვეულებრივად წარმოიდგენენ სულიერ სახეს უბრალო ფიზიკური შეცნობით. ეს სახე ღარიბი იყო იმ მხრით, რომ [ვერავის] იგი მოაგონებდა ფიზიკურად მგრძნობელ მხარეებს. მხოლოდ მით მოაგონებდა ეს სულიერი სახე ფიზიკურად მგრძნობელ მხარეს, რომ იგი გამოსახავდა თითქო ერთმანეთში შეერთებულ სამ რკალს: სამს საურთიერთო პერპენდიკულიარულ რგოლს - ერთი რომ იყვეს, მაგალითად, ჰორიზონტალურად წაღებული, მეორე ვერტიკალურად, მესამე მარჯვნიდან მარცხნით. და ის, რაც ისმოდა ამ რკალთა აქეთ, ის, რაც მისაღწევია შეცნობისთვის, არაფრით არ სახავდა ფიზიკურად მგრძნობელ შთაბეჭდილებებს. იგი უფრო მოგვაგონებდა რაჲმეს უფრო [წმინდად] სულიერს, რაჲმეს ისეთს, რაც შეიძლება შეადაროთ მხოლოდ სულის მგრძნობელობას - გრძნობას. მაგრამ მისგან მოირხეოდა კიდევ რაღაც, რაც შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ შემდეგი სიტყვებით: რხეული მისგან იყო თითქო ღრმად დაფარული შინაგანი მწუხარება - მწუხარება რაღაცაზე და როდესაც ქალის სულმა დაინახა ეს, - მან გაბედა რომ ეკითხა: „რა არის მიზეზი შენი მწუხარების?“
და მაშინ ამ სულისმსგავსი სახის მიერ ეცნობა ქალს: ო, მე მაქვს რაოდენი მიზეზი მწუხარებათ გამოჩინების; მე წარმოვსდგები მაღალი სულიერი მხარეებისგან, იმ სახით, რა სახითაც მე შენ გეჩვენები, გეჩვენები შენ, როგორც ადამიანის სული. მაგრამ შენ [მაღლა] უნდა ახვიდე მაღლა, იერარქიების სამეფოში, თუ შენ გსურს იცოდე ჩემი წარმოშობა. მე შთამოველ აქ ყოფნის უმაღლეს იერარქიებისაგან. და ამის გამო ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრების მეორე ნაპირზე იმყოფებიან, ფიზიკურ მხარეში იმყოფებიან, არა იქ, სადაც ჩვენა ვართ ეხლა - ამ ადამიანებმა განაწევრეს ჩემგან უკანასკნელი ჩემი შთამომავლობა, უკანასკნელი ჩემი შთამომავლობა მომაშორეს მე და თან წაიყვანეს და დაღალეს რა ისე, როგორც კი ეს შეეძლოთ, მიჯაჭვეს სალი კლდის მსგავს განათლებას.
და მაშინ ჰკითხა ქალის სულმა: „მაგრამ თვითონ შენ ვინა ხარ? მე შემიძლია ჯერ მხოლოდ საგნების სიტყვით აღნიშნვა, სიტყვებით, რომლებიც [მახსოვს მე] ჩამრჩა ხსოვნაში ფიზიკური რიგის ცხოვრებისაგან. როგორ შეგიძლია შენ გასაგებად გახადო ჩემთვის შენი არსება და არსება შენი უკანასკნელი შთამომავლობის, რომელიც ადამიანებმა სალი კლდის მსგავს განათლებას მიჰჯაჭვეს?“
„მეორე ნაპირას, ფიზიკურ ქვეყანაში ადამიანები აღმნიშნავენ მე, როგორც გრძნობას, როგორც ერთ სრულიად უმნიშვნელო გრძნობას. ისინი აღმნიშნავენ მე, როგორც გრძნობას, რომელსაც ისინი ეძახიან წონასწორობის გრძნობას, და რომელიც, მათგან დამცირებული, იბყრობს სამ ნაკლულ რკალს, სმენასთან მიჯაჭვულს. აი ეს არის ჩემი უკანასკნელი შთამოება: იგი მომაშორეს მე და გადაიტანეს სხვა მხარეში, და წაართვეს მას ის, რაც ქონდა აქ, რომ ყოფილიყო თავისუფალი ყველა მიმართულებებში; ადამიანებმა გაგლიჯეს თვითეული რკალი და მჭიდროდ შეუერთეს ორივე [თავი და] მხრით საფუძველს. აქ - როგორსაც შენ მე მხედავ - მე არა ვარ მჭიდროდ [შეერთებული] მიმაგრებული. აქ გამოვსახავ მე ყველა მიმართულებებში ჩემში [დამთავრებულ] დასრულებულ რკალებს. აქ დამთავრებული ვარ მე ყოველი მხრით. აქ მხოლოდ ხედავ შენ ჩემს ნამდვილს სახეს“.
მაშინ [კითხა] გადასწყვიტა ქალის სულმა ეკითხა [მისთვის]: „რითი შემიძლია მე [გიშველო] დაგეხმარო შენ?“ მაშინ სთქვა [ამ] სულთა მსგავსმა სახებამ: „მხოლოდ იმით შეგიძლია მომეშველო მე, [რომ] თუ შეაერთებ შენს სულს ჩემს სულთან, და გადმოიტან აქ ჩემში ყველაფერს, რასაც განიცდიან ადამიანები მეორე ნაპირას, ცხოვრებაში, წონასწორობის გრძნობის გამო. მაშინ შენ შთაიზრდები ჩემში, მაშინ შენ შეიქნები მსგავსადვე დიდებული, როგორც მე. მაშინ განათავისუფლებ შენ საკუთარ გრძნობას წონასწორობისას, - და განთავისუფლებული სულიერად - ასცილდები, განთავისუფლდები მიწიურ ტყვეობისგან, ბორკილებისგან“.
და ქალის სულმა შეასრულა ეს. იგი [გახდა ერთი სახების, სულთა მსგავს სახების.. და] შეიქნა ერთი ამ სახებასთან. და როდესაც იგი შეიქნა ერთი, შეუერთდა, იგრძნო, რომ რაღაც უნდა შეასრულოს. მან გადადგა ერთი ნაბიჯი წინ, და გარდაქმნა სიმშვიდე მოძრაობად, - მოძრაობა გარდაქმნა [რგოლზე] რკალზე მოძრაობად, და მოძრაობა რკალში ჩაკეტა, შეაჩერა ერთ სახედ.
„ეხლა შენ გარდამქმენ მე“, - სთქვა სულთამსგავსმა სახემ, - „ეხლა მე შევიქენი ის, რათაც შემიძლია შევიქნე მხოლოდ შენი წყალობით, როდესაც შენ იქცევი ისე, როგორც ეხლა. ეხლა მე [გარდავიქმენი] შევიქმენი თვითონ შენი ნაწილი. მე შევიქენი ისეთი, რომ ამ სახით ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ ბუნდოვანად გამომიცნონ მე. ეხლა მე გადავიქმენ ცეკვის ხელოვნებად. რადგან შენ გსურდა დარჩენილიყავ სულად, და არ შეუერთდი ფიზიკურ მატერიას, შენ შესძელი ჩემი განთავისუფლება. იმით კი, რომ დაიწყე ფეხების გადადგმა, იმავე დროს შენ მე ამიყვანე სულიერ იერარქიებთან, რომელთაც ვეკუთვნი მე, მოძრაობის სულებთან. და ჩაკეტე, შეაჩერე რა ცეკვა, შენ მიმიყვანე მე [გარესახის] განსახიერების სულებთან. მაგრამ შენ არ უნდა წახვიდე ამას იქით, რადგან თუ შენ გადადგამ თუნდაც ერთ ნაბიჯს ზედმეტს, რამდენიც გადადგი ჩემთვის, არარად გახდება ყოველივე ის, რაც კი ქმენ - ჩემთვის. რადგან სულები - ფორმის არიან ისინი, რომელთაც უნდა შეესრულებიათ ყოველივე [ქვეყნიურ] მიწიურ ეპოქის [სვლაში] მიმდინარეობაში. და თუ შენ [შესდგამ ფეხს] შეხვალ იქ, სადაც [არის] იწყება ფორმის სულთა [ამოცანა] მიზანი, შენ ხელახლა გაანადგურებ მას, რაც ეს-ეს არის შეასრულე შენ, რადგან შენ აუცილებლად მოხვდები იმ სფეროში, რომელსაც ისინი, ვინც თქვენ სულიერ [მხარ] ქვეყნებს წინა გაუწყებენ [უწოდებენ] ასტრალურ ქვეყნის აღწერის დროს, უწოდებენ „გულისთქმათა მხურვალებას“. შენი სულიერი ცეკვა გადაიქცევა მაშინ იმათ, რაც იბადება ველური გულისთქმიდან, რათაც იგი რჩება ყოველთვის, როდესაც ადამიანები [აკეთებენ] ეწევიან მას - [რაც იციან,] რაც მათ [თითქმის] იციან მხოლოდ [ცოტა] ერთად-ერთი ჩემზე ეხლა - როდესაც ეწევიან თავის ცეკვას.. და უკეთუ შენ შეჩერდი მასზე, რაც [შენ] გააკეთე ეხლა, მაშინ შენ შექმნი შენს რკალთამოძრაობაში და იმის ფორმაში ჩაკეტაში განსახიერებას იმ მძლავრი ცეკვისას, რომელიც შემოღებული იქმნენ ციურ სივრცეში პლანეტებით და მზეებით მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებლათ შეექმნათ ფიზიკურათ-მგრძნობელი ქვეყანა!
შემდეგაც განაგრძობდა ცხოვრებას ქალის სული ამ გვარ [სულის] მდგომარეობაში. და მას მიუახლოვდა მეორე სულიერი სახე იმ გვარათვე ძალიან, ძალიან განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვეულებრივათ წარმოიდგენენ ადამიანები თავიანთ ფიზიკურათ-მგრძნობელ შეცნობაში, როგორც სულთა ფორმას. მის წინ წარსდგა რაღაც, რაიც ნამდვილათ იყო თითქო ხატება ერთს სისწორეში, რომელსაც არც ებადა სამი საზომი, მაგრამ რაღაც ძლიერ თავისებური იყო ამ ხატებაში. თუმცა იგი იყო მოთავსებული ერთ სისწორეში, მაგრამ ქალის სულს თავის იმაგინატიურ მდგომარეობაში შეეძლო ყოველთვის დაენახა იგი ორი მხრით და ეს სახე ეჩვენებოდა ორს სრულიად სხვა და სხვა გვარად ხან ერთისა და ხან მეორე მხრით. და ისევ კითხა ქალის სულმა ამ [ხატებას] სახეს: „მაშ, ვინღა ხარ შენ?“ და ამ სახემ უთხრა: ო, მე წარმოვსდგები სულ სხვა მაღალ სფეროებიდან. მე დავეშვი იმ სფერომდე, რომელსაც თქვენ ეძახით სფეროს სულისას და რომელსაც აქ ქვიან მთავარანგელოსების სფეროები. მე დავეშვი ამ საფეხურამდე და უნდა ჩამოვშვებულიყავ მე იმისთვის, რომ მოვკარებოდი ფიზიკურათ-მგრძნობელ მიწიერ სამეფოს. მაგრამ ხალხმა გამომსხლიტა მე ჩემი შთამოება, მან წამართვა ის მე. მან (ხალხმა) ჩაამწყვდია ის იმ მხრით, თავის საკუთარ ფიზიკურად-მგრძნობელ სახეში და უძახის მას იქ თავის ერთ გრძნობათ და აღნიშნავს, როგორც „გრძნობას საკუთარ მოძრაობისას“ - როგორც ის, რაც ცხოვრობს მასში, როდესაც ის თვითონ ამოძრავებს ნაწილებს თავის სხეულისას.
ქალის სულმა კითხა: „რა შემიძლია მე შენთვის გავაკეთო?“
მაშინ ამ სახემ უთხრა ისთევე: „შეურთე შენი საკუთარი არსება ჩემსას ისე, რომ შენი არსება გაეთქვიფოს ჩემსაში!“
ქალის სულმა ქმნა ეს. და შეიქნა ის ერთი ამ სულიერ სახესთან ერთად, - შესცურდა ის შიგ შუაგულში ამ სულიერ სახეში. ისევ გაიზარდა, ისევ შეიქმნა დიდებული და მშვენიერი სული ამ ქალის. სულიერ სახემ უთხრა მას: „აი, ამ საქციელით შენი შენ შეიძინე საშვალება დაამკვიდრო, ჩასძირო ხალხის სულში ფიზიკურ გეგმაზე (რაღაც არ გამოდის ასე) ერთგვარი ნიჭი, - ის ნიჭი, რომელიც კვდება ერთ იმ ნაწილში, რაც დაგარქვა შენ ყმაწვილმა; რადგან შენ გაცთი იმათ, რასაც აღნიშნავენ, როგორც „ხელოვნებას მიმიკისას“, ხელოვნება მიმიკური გამომეტყველების.
და რადგან [იგი] სული ამ ქალის ისევ ინახავდა მოგონებას თავის მიწიურ სახეზე, რადგან მას მხოლოდ ამასწინად ჩასთვლიმა, ამიტომ მან შესძლო ჩამოესხა ფორმაში ყოველივე, რაც იყო ეხლა თვით ამ სახეში. და იგი გახდა მიმიკური მხატვრის გამოხატულებად.
„მაგრამ შენ შეგიძლია იარო მხოლოდ განსაზღვრულ ადგილამდე“, - უთხრა მას სულთა მსგავსმა სახემ.
ეხლა შენ შეგიძლია ჩამოასხა ფორმაში.

Поленова.


შარლ ბოდლერი

1
ეს იყო შემოდგომაზე; მონ-პარნასის სასაფლაოზე მიწას მიაბარეს ცხედარი მგოსნის, რომლის ცხოვრებაც ასე საოცრად ჰგავდა მწუხარე ღრუბლებით სავსე შემოდგომის ცას. ორი თუ სამი მეგობარი, რამოდენიმე ნათესავი და პრესსის წარმომადგენლები მოვიდენ.

*
იავნანამ რა ქნა?
Летучая мышь. Яков К.
Виртуоз. ეოთ ერთნაირი ვარდი არის. Публика.

* * *
[თქვენ ხომ არ იცით, სად იზრდება ეს მშვენიერი,
ეს საუცხოვო ყვავილები, მათრობელები..]
 
* * *
ნეტა სად იზრდება ასე მშვენიერი,
ასე საუცხოვო ნორჩი ყვავილები?
ასე ფეროვანი, ასეთ სურნელებით -
ასე ბედნიერი ნეტა სად იზრდება?
ნეტა...

 
*
1-ლი ფერია - აქ მოდით, აქ მოდით!
ფერიები შემოცვივდებიან და ცეკვავენ.
- დამიგდეთ ყური, დებო (ფერიები გარს შემოეხვევიან).
[იყო და არა იყო რა..]  სცხოვრობდა ერთი ძლევა-მოსილი და სახელგანთქმული მეფე - ჯიმშერი. მისი სამეფო [ძლიერ დიდი] მეტად ვრცელი და ძლიერი იყო. მეფე ჯიმშერის სახელი შიშის ზარს სცემდა მოსაზღვრე მტრებს. მხოლოდ ერთად-ერთი მწუხარება ჰქონდათ მეფე-დედოფალს, შვილი, მემკვიდრე არ გააჩნდათ. [ამის] უშვილობის გამო დიდ მწუხარებას მიეცა მეფე-დედოფალი. მაგრამ მივიდა მასთან ერთხელ ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი დავრიში და იცით, რა უთხრა?
ფერიები - აბა რა, რა უთხრა?
1-ლი ფერია - აი, რა უთხრა: დილის რიჟრაჟზე დედოფალი გაბრძანდეს ბაღში და თავის ხელით მოსწყვიტოს ჭიაფერი ვარდი, რომელიც შადრევანთან ყვავის. ისე კი მოსწყვიტოს, რომ არც ერთი წვეთი დილის ნამისა არ ჩამოვარდეს, მარცხენა ლოყით შეიშროს ის ვარდი და მერე შესჭამოს, წლის თავზე ეყოლება ტყუპი ვაჟი. თერთმეტი წლის, თერთმეტი თვის, თერთმეტი დღის, თერთმეტი საათის შემდეგ მოვალ და ჩვენი პირობა უნდა აღასრულოო.
ფერიები - რა პირობა?
1-ლი - აი რა: ამ ორ ვაჟში ერთი მე უნდა მომცეო.
ფერიები - რა საშინელებაა, რა საშინელებაა.
1-ლი - დედოფალი შესწუხდა: დედამ შვილი როგორ უნდა გაიმეტოს? ორ ძუძუში ერთი რომ მოგლიჯო, არ ეტკინება?
ფერიები - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა!
1-ლი ფერია - მიუხედავად ამისა, რაღა გაეწყობოდა - მეფე-დედოფალი დათანხმდენ. და მეფის [ერთი] ასული ეხლა დავრიშს ტყვედ ყავს. სწორედ თერთმეტი წლის, თეთრთმეტი დღის და თერთმეტი საათის შემდეგ დავრიშმა მეფის ასული გაიტაცა.
ფერიები - რა საცოდაობაა.
1-ლი ფერია - სწუხს მეფე, მაგრამ რითი შეუძლია უშველოს თავის ასულს?
ფერიები - საწყალი მეფე.
1-ლი ფერია - დავრიშმა სამშობლო დაავიწყა მეფის ასულს, დაავიწყა დედ-მამა და ზრდის ისე, როგორც მის ჯოჯოხეთულ სულს უნდა. ეხლა კიდევ [იცით რა] მას განუზრახავს ჩვენი, ფერიების განადგურება. მას უნდა, რომ ოქროს შანდალი, რომელიც აქა გვაქვს შენახული, ამ ბავშვის საშუალებით მოიტაცოს და შემდეგ შური იძიოს, ამიტომ მან აქეთ გამოაგზავნა მეფის ასული.
ფერიები - რას ამბობ, ოქროს შანდალი უნდა წაგვართვას დავრიშმა? ეს შეუძლებელია.
1-ლი ფერია - ჩუმად, მეფის ასული მოდის!

*
По классу Д. В. Рахмановой и I-ой части „Декламационной хрес¬то¬матии“ Гла¬зунова.
Пролог из сказки „Руслан и Людьмила“ - Пушкина. „Листопад“ - Ф嬬дорова.

*
საპატიო ბარათი:

Сим честь имеем препроводить
Почетный билет
Для входа на грузинский вечер-спектакль
Устроенный поэтом Галакт. Табидзе
В субботу, 1 июня н. ст. в зале - грузинского общества
[Нач. в 71/2 часов. Просим пожаловать]
С почтением [Галакт. Табидзе]

І
[Живет поэт, танцевала...]
[...] [...] [...]
[торжества, наслажденье...]

[ტიტე ტაბიძე.]
А может быть.