შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-2 - 1915 წელი


Москва. Плющиха, I-ый  Неопомловский пр., д. 16., кв. 9. Титу Т.

ატმის ყვავილები

რტოებში სცურავს და ავობს ქარი,
ყვავილთა ჯარი ფიფქში ბანაობს.
ღელავს, ნანაობს ეთერი ჩქარი,
ნანაობს ქარი და მიქანაობს.
ჩამოუქროლა ატმის ყვავილებს,
ვარდისფერ ღილებს დაუწყო ბრძოლა,
ფრთა ააყოლა ვარდისფერ ღილებს,
ჩაწვდა ბილილებს და აათრთოლა.
ატმის ხე იდგა თაიგულივით,
შუქთა ლივლივით უთრთოდა სული,
ზარით მოსული ელვარე სხივით
და ნამთა მძივით გარემოცული.
ატმის ხე იდგა ვით ნაზი ქალი,
ვით დედოფალი უცხო მხარეში.
სინარნარეში სწვავდა მზის ძალი
და გრძნობათ ალი სიმწუხარეში,
ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,
როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,
მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა,
და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.
მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი,
და ფრთა მედგარი შემოახვია,
ეხლაც ატყვია ხეს განაბზარი,
ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია,
როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი,
შემდეგ აშლილი და აფრენილი,
გადაცვენილი ატმის ყვავილი
იყო დაღლილი და მოწყენილი.
ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა,
მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,
ყვავილი იგი მოჰკვდა და ჩქარა
წითლად დაჰფარა ბაღის ბილიკი.
 
ბაღის ბილიკზე მივდივარ და თან,
გაძრცვნილ ატამთან სევდა გროვდება,
საღამოვდება და მზის ჩასვლასთან
თანდათან მწუხრი მიახლოვდება.
 
მე აღარ ვდარდობ: რა მსურს, რას ველი?
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,
მეფობს სიკვდილი ჭკნობის მსურველი,
გაჰქრა სურნელი, დასჭკნა ყვავილი.

გ.

*
Не вносить пыль и грязь на обуви.
Калоши и зонты оставить внизу.
Не разговаривать громко.
Соблюдать порядок.
Излогать причины прямо, ясно, без предисловия.
Не отвлекать <писателя> от работы без согласия...

Reviens! – Вернись! Reviens!

*
Саджевахо. Безплатная читальня. Авессалому Табидзе.
უსათუოდ გამოაგზავნე და ამასთანავე ნახე ის სტუდენტიც, რომელზედაც შენ მე მითხარი და ყველაფერი მომწერე.

აბესალომი
 
[ძვირფასო ძმაო. პირველად ვისურვებ თქვენს კეთილსა და კარგ ცხოვრებას. გარდა ამისა, იმედია, ჩემს ამბავს იკითხავთ. ვარ კარგად.]


*
„Закавказская Речь“. „სახალხო ფურცელი“. „ახალი აზრი“. „თეატრი და ცხოვრება“. „ზვირთი“. „Кавказское Слово“. „Кавказ“.  „ეშმაკის მათრახი“. „საქართველო“. „მეგობარი“.

1. კ. ცერცვაძე. 2. ილია წიქორიძე. 3. იოსებ გუგუნავა. 4. გიორგი ტუსკია (ლაღიძესთან). 5. ანტონ ტუსკია. 6. ილია გეგეჭკორი (კუხიანიძესთან). 7. ტ. გვარამია. 8. ქსენია (გიმნაზიაში). 9. ქსენია.

 
*
გიორგი სვანიძე.

Триолеты. Триолеты. Триолеты.
 
კაუხჩევის გიმნაზიაში. (2). 150.

მზიან გუნდათ. ბინდი-ბუნდათ.

1. ჭიჭიკო. 2. ალექსანდრე. 3. მე. 4. ვანო. 5. ვარლამ.


*
აქ მიიღება ხელისმოწერა გ. ტაბიძის ლექსების მეორე ტომზე.
ფასი ხელის მოწერით ოთხი აბაზი.
50 кн.

 
*
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი,
მდუმარებით შეიმოსა შეღამების ქნარი
და ნელინელ ღვრის თეთრ ლანდებს ნაზ-ნარნარად ნაქსოვს,
ასე მშვიდი და ლამაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს.
მთვარევ, ასე უცნაურად, ასე ტკბილი გრძნებით
ვეგებები შენს ოცნებებს ფერად ოცნებებით
და შენია ეს წუხილი ლეჩაქ-მოკამკამე,
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ჩუმი...