შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-22 - უთარიღო


სცენა წარმოადგენს კარგად მორთულ დარბაზს. სიბნელე – ფანჯრებს თანდათან ეპარება: სავარძლები, პიანინო - შუშის მაგიდები ბინდბუნდში ძლივს სჩანან. ორი სილუეტი ერთმანეთს [ჩუმად] ხმადაბლა ესაუბრება. პირველი:
1. - ვერასგზით ვერ წარმოვიდგენდი! მთელი თხუთმეტი წელიწადი...
2. - მაშინ ჩვენ ჯერ ისევ ბავშები ვიყავით.
1. - მაშინ ჯერ ისევ ბავშები ვიყავით.. შენ უფროსი იყავი მხოლოდ სამი წლით...
2. - ეხლა კი..
(პირველი სილუეტი ასანთს გაჰკრავს, ოთახი მოთამაშე სინათლით აივსება. ანთებული ასანთი მეორე სილუეტის სახესთან მიაქვს).
- ოო, ძალიან გამოცვლილხარ... თუმცა, არც ისე...
- წარმოიდგინე, მთელი თხუთმეტი წელიწადი... თხუთმეტჯერ სამასსამოცდახუთი დღე... საათები, წამები... და არც ერთი დღით მოსვენება...
- ავანთო სანთლები?
- არა! [მე მინდა] ვიყოთ ისე, როგორც ბავშობისას, გახსოვს? ვისხედით აქ, სწორედ ამ სავარძელზე; ბნელდებოდა... მახლობელ სახლებში პიანინოები გრიალებდენ... და ჩვენ ვოცნებობდით...
- [დიახ, დიაღ..] ბავშობა, ბედნიერი ბავშობა!
- შემდეგ ის... უბედური შემთხვევა...
- მართლაც რომ, უბედური შემთხვევა...
და ოთახში ისევ სიჩუმეა.