შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-15 - უთრიღო


19 ივლისი.
როდესაც რედაქტორები გამოვიდნენ სახელგამის დირექტორის - მერკვილაძის კაბინეტიდან (თათბირი ჰქონდათ) და ვიგრძენით რა, რომ შესაძლებელია დირეკტორთან საუბარი, მე პირდაპირ შევედი მასთან. იჯდა მხოლოდ ერთი სახელგამელი.
- დაბრძანდითო, მითხრა, თან მდივანს მიმართა: რა ამბავია, რომ დამესევიან ხოლმე და შემოცვივდებიანო (არავინ ჩემს მეტი მის კაბინეტში არ შესულა. ეს ჩემს შესახებ იყო ყველაფერი). ასეთი შეურაცხმყოფელი ტონით მომეგება მერკვილაძე.
ძალზე იბერება, თავი დიდ ვინმედ წარმოუდგენია, ან უნდა მომაჩვენოს, რომ მე მასზე ვარ დამოკიდებული მთლიანად.
რატომ არ წაიკითხეთ სადმე?
ორადაა გაყოფილი წამკითხველები: ზოგს მოსწონთ, ზოგს არა.
ამ წელიწადში მაინც ვერ გამოვსცემთ.
მე ვკითხულობო, სამი დღის შემდეგ პასუხს მოგცემთ.
შეიძლება სულაც ვერ დავბეჭდოთ.
აპრილში მოგვეცით ხომ? (მე ვუთხარი, რომ მარტში გადავეცით ნაწარმოები).
ერთის სიტყვით, არ უნდათ წიგნის გამოცემა!
მე საზოგადოთ არასდროს წიგნი წინასწარ არ წამიკითხავს მწერალთა კავშირში - ან ვინ კითხულობს იქ სახელგამში გამოსაცემ წიგნებს? არავინ. რაღაც არ მახსოვს. რაღა ჩემზე მოიგონა მერკვილაძემ ეს კითხვა???