შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-577-7 - უთარიღო


I. „თანამგზავრობა“ მიმდინარეობაა დიდი. ჰყავს თუ არა მას თავისი წარმომადგენლები სამდივნოში? არა!
II. თანამგზავრობა ფაკტიურად დაჯგუფებულია. თუ ბიუროკრატიულად არ ვიმსჯელებთ.. ეს ჯგუფი შვიდი წელიწადია მუშაობს. „მნათობის“ გარდა სხვა თანამგზავრული ჟურნალი არ არსებობს.
III. თუ თქვენ ანგარიში გინდათ გაუწიოთ სხვა [კონტრრევოლიუციურ] პრივილეგირებულ ჯგუფებს, დაჯგუფებებს‚ რომლებიც ფაკტიურად არ არიან ჯგუფები‚ ანგარიში უნდა გაეწიოს „მნათობს“.
IV. მაშასადამე, მე არა ვარ, ფაკტიურად, ცალკე ერთეული.
V. როგორც სჩანს‚ არც აქ სჯერათ ეს ამბავი. მაშასადამე, არ სჯერათ [ჩემი] ნამდვილი ამბავი. აქ საქმე გვაქვს სინამდვილის მიჩქმალვის ცდასთან.
VI. მემარჯვენეები - პირადათ მე არ მაძლევენ საშუალებას მუშაობისას. ამ გზაზე მემარჯვენეებს მხარს უჭერდენ სწორედ ის ჯგუფები. შვიდი წლის განმავლობაში. ახლაც მემარჯვენეები წინააღმდეგნი არიან. ხომ არ არის, ლბილად რომ ვიკითხოთ, რაიმე კონტაქტი‚ ასე ვთქვათ ბლოკი, მემარჯვენეებსა და სხვებს შორის?
VII. სალიტ. გაზეთში მე არ მეძახიან სამუშაოდ? რატომ?
VIII. რა საშუალებებით‚ რა შემადგენლობით უნდა ვიბრძოლოთ მემარჯვენე და მემარცხენე გადახრასთანაც?
IX. დასკვნა: უნდა გავიდეს სამდივნოში „მნათობის“ ერთი ძირითადი თანამშრომელი. მით უმეტეს, რომ „მნათობი“ [მწერალთა] ფედერაციის ორგანოდ უნდა გადაიქცეს. „მნათობის“ ძველი გვარდიიდან საჭიროა იქ ერთი კაცი.

1. არსებობს "მნათობი“ და თანამგზავრები.
2. ებრძვიან მას მარჯვნიდან.
3. უჭერენ მას მხარს მარცხნიდან.
4. იქმნება ბლოკი.
5. ეს ბლოკი ეხლავე ნათელია.
6. ვის წინააღმდეგ იქნება მომართული. ამიტომ ჩვენ მას <დავი...>.
7. ჩვენ გვინდა სამდივნოში ერთი ჩვენი კაცი.