შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-553-2 - უთარიღო


[ავტობიოგრაფია].
რა საარაკო სანახავი იყო [მდინარე რიონი] ძველი ფაზისი ოქროს ჩარდახთან! [აქ იგი მდინარე კი არა] შორი, მუდმივი თოვლით დაფარული კავკასიონის მთების კალთებიდან [აქამდე] გრგვინვა-ქუხილით მოდის, [მდინარე კი არა] გააფთრებული მდინარე, სწორედ აქამდე, ამ ჩარდახამდე, ამ [ასწლოვანი] უხსოვარი დროის ჭადრის ხემდე, ამ ძველი ციხის ნანგრევების ახლო გაისმის მისი დამაყრუებელი ხმაურობა: [სიცოცხ.] ოჰ, ცხოვრებავ! ბევრი რამ დარჩა მე და შენს შორის გაუგებარი! მოდი, გავსწორდეთ, ცხოვრებავ! შენ გეშინია, ცხოვრებავ? და გულნატკენი რიონი ამ ადგილიდან - მთების რიონი აღარ არის. გეგუთის ციხე-დარბაზთან ცხარე ომგადახდილი მდინარე შედარებით უფრო ნელი ხდება. იწყება ჭალა-იმერეთი.

წყალდიდობა. წვიმები.
1. ჯერ განუწყვეტელი წვიმები.
2. თხრილები წვიმის დროს.
3. გზები წვიმის დროს.
4. ხეები წვიმის დროს.
5. სახურავები წვიმის დროს.

17 დღე X 5 = 85.