შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-552-14 - უთარიღო


სალამი თავისუფალი ქვეყნის ახალგაზრდობას. მხნედ (გულმაგრად, სიფხიზლით) და სიხალისიანად (სიხალისით, მხიარულად) შეაღეთ სწავლის კარები. სწავლა სსრკ-ში პატიოსნების საქმეა, დიდების საქმეა, სახელოვნებისა და დიდების საქმეა.
პატიოსნად იშრომეთ სამშობლოს სასახელოდ. სწავლა სამშობლოს დაცვის საქმეა.
სწავლა ჩვენი სიამაყე, იმედი და ძალაა.
1. შეიარაღდით ცოდნით. [დაეუფლეთ] დააგროვეთ უხრწნელი [დოვლათი] სიმდიდრე მეცნიერების საგანძურიდან.
იბრძოლეთ უკეთესი მომავლისათვის. ჩვენი მიზანი, [მხარე, სადაც] საითკენაც მივყევართ ჩვენს მოწინავეს - სამართლიანობის გამარჯვებაა.
ისწავლეთ, ახალგაზრდობავ!
2. ჩვენ ვიბრძოდით იმის გამო, რომ თქვენ შეგძლებოდათ ბედნიერი ცხოვრება. ჩვენ გავანთავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა ძალადობისა და მონური შრომისაგან.
მეცნიერების [კანდელით] ჩირაღდნით ხელში ჩვენ ვიმონებთ ბუნებას, რომ სავსებით ვისარგებლოთ მისი ნიჭითა და მადლით. მისი სიუხვით.
3. ჩვენ ვძლიეთ მტერი, ვინაიდან ვიცავდით მშრომელი ხალხის უფლებებს. ჩვენ ვძლიეთ სიბნელე და უმეცრება (უსწავლელობა, უბირობა, უცოდინარობა).
სწავლა (მეცნიერება), როგორც ჰაერი, გახდა ხალხის საკუთრება, ყველას საკუთრება.
4. ჩვენი ველები, ტყეები, ფაბრიკა-ქარხნები, ეს სულ თქვენია.
ისარგებლეთ თქვენი უფლებით, ახალგაზრდული ძალღონით, გასწიეთ წინ ბელადთან ერთად, ბრწყინვალე, ნათელ სამართლიანი და სრულყოფილი ცხოვრებისაკენ.
მაშ, ასე: ხომ არის ასე?
     კიდევ სალამი და გამარჯვება.
                                                 ეხლა თქვენ იცით.
     ყოველი წვეთი დაღვრილი სისხლის.
ლოლა.
იფხიზლეთ.