შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-3 - უთარიღო


საფრანგეთის გერმანელების დაკავების გამო ერთ წრეში საუბარი ჩამო­ვარ­და იმის შესახებ, რომ პარიზში დიდი შიმშილობაა და მწერლები ყვავებს [იჭე­რენ] სჭა­მენ... „ახი არ არისო, - შენიშნა ერთმა მწერალთაგანმა, - პოლ ვა­ლერი  ყვავსა სჭამ­დეს და ჩვენში კი პოეტი ბუცხრიკიძე - საცივით სკდებო­დე­სო“.

ჭორი იყო, თითქო ლიტერატურული საქართველოს თანამშრომლები სუფ­რა­ზე ღვი­ნის სმის დროს სწყვეტდენ სხვა და სხვა საკითხებს... X-მა აიღო გა­ზე­თი „ლი­ტე­რა­ტურული საქართველო“. „ლიტრა“.

ერთი პოეტი ეპიგრაფს ეძებდა - მას ურჩიეს გიონ საგანელის სტრიქონი „ჩე­მო სა­ხელო, სიმწრით იდიდე“.