შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-8 - უთარიღო


ა.: ტონი, მოდი, გენაცვალოს გადია შენი, მოდი, შენი ჭირიმე. მამა შენი ავად არის, იძახის, ვკვდებიო.. საცაა, მარჩიელი უნდა მოვიდეს.
ტ.: ვა, მოვიდე რომელია, მეჩქარება რაღა.
ა.: დარჩი. მე გიჩვენებ ისეთ რამეს, რაც შენს სიცოცხლეში არ გინახავს. ეხლა მაინც სახლში უნდა იყო, ნესტიანი საღამოა. შენ ისედაც საშინელი სანახავი ხარ. რასა ჰგევხარ, აბა, ჩაიხედე სარკეში.
ტ.: ვერ შემიძლია! ორთაჭალაში - ჩემს ძმაკაცებთან უნდა წავიდე.
ა.: ორთაჭალაში ძმა კაცები დაიკარგონ იქით. აქ მამაშენი ძალიან ცუდათა არის! რად გინდა ის ოხრები.
ტ.: ვა, რად მინდა. როგორ თუ რად მინდა. მშვენიერი კამპანია. იქ იმყოფება მაქსიმე, მშვენიერი ტოლუმბაში, იქ არის ბუთხუზა, მწვადებს რომა სწვავს საუცხოვოდა, იქ პეტროზა არღანსა უკრავს, იქ ჰარიკა ყოჩებს აჭიდავებს, იქ ბობორა კიტრებსა სთლის, აქ კიდენ საათნოვას ლექსები. არ გინდა. რატომ არ გინდა! აბა, რატომ არ გინდა.

- ტონი არ გამოდგა.
- ცოტას ხომ არ წაიგიჟიანებს?
- წაიგიჟიანებს და მერე როგორ!
- აბა, რასა გირჩევ: ყური დამიგდე: გიჟს რომ ვირის ჯიგარი აჭამო რძითა, მოარჩენს. ან თაგვის ყვერი უნდა აჭამო. მორჩება. ან თაფლში მოზელილი თხის კურკლი აჭამე. ან ბაყაყი გადააყლაპე.
- ვა, ბაყაყს არ გადაყლაპამს, ისეთი უჭკუო ვინმეა.
- მაშ, ჩხრუხის ნაღველა მიიღოს, გამხმარი.
- ჩხრუხი, რაღა [ჯანდაბაა] კარნა ქალაქია, არ ვიცი!
- ჩხრუხი იქნება თუ ჯღარბი, სულ ერთია.

XI
იგინივე და ტონი
[- რაო, რაო? იმდენი დღე თქვენ მოგეცესთ, რაც მე ეგეები არა ვჭამო!]
- ჩხრუხი არა და ბაყაყს კი დიდის სიამოვნებით გადავყლაპავ.
ა.: მე მგონი, ტონი ისე გამხდარია, რომ ჭლექი უნდა სჭირდეს.
- ჭლექისთვის საუკეთესო წამალია, თუ ბარკალში გახურებულ ნემსს უჩხვლეტ...
- ხანდახან იგი ახველებს.
- (განზე) ახველებს და ხველასაც დაუხრჩვია (იმას), მაშინ ჯორის მარჯვენა ქაჩაჩი სახლში დასწვი, არგებს.
- ფილტვები მაშინებს მისი, ფილტვები!
- ფილტვებისთვის დაცდილია ჯოჯო, შეიპყრე, მოიყვანე, მზეში გაახმევით, კარგად წმინდათ დანაყეთ, ზეითუნის ზეთში მოხარშეთ, ჩაასხით ჭრაქში, პატრუქი ჩადევით, საღამოზე აანთევით, საკვირველი სანახავები გამოჩნდება კაცის თვალში. დაცდილია.
[ტონი: - (განზე) ბაყაყიო! სულ სხვაა ერთი ლაზათიანი ნაფარაულით ყელი გაისველო. ბაყაყით მე ყელს ვერ გავისველებ!].

*
უღელტეხილზე.
ბრძოლა ძველის და ახლის.
1. ისტორიკოსი ძველი. 2. არტისტი ძველი. 3. პოეტი ძველი. 4. მხატვარი ძველი. 5. პედაგოგი ძველი.
გრ. ორბელიანი. „ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეღება“.
ანდრო.
ვარდისფრად შეღება. კარების შეღება. შეღება.
ყანწიანათაააა. ყანწელიშვილი. ყანწიანათა.

*
კარების დაღება -
ვარდისფრად დაღება –
[ვარდის] იისფერ დაღება –
[საჩუქართ] უხვ ფერთა შაღება.

*
შენ ნახე რიჟრაჟის კარების [დაღება] შეღება,
ღრუბლები ცისკარმა ვარდისფრად დაღება.

Ленинский.