შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-552-12 - უთარიღო


[გალაკტიონი თვითონ სრულიად [არ აფასებს თავის თავს] ყურადღებას არ აქცევს თავის ნიჭს, მაგრამ დავაკვირდეთ ასეთ მოვლენას:] გალაკტიონ ტაბიძეს, რა თქმა უნდა, ყველა, ყველა იცნობს.
მსოფლიო სახელის მქონე აკადემიკოს ნიკო მარის უკანასკნელი მეტისმეტად საინტერესო შრომა, [რომელიც] (გამოიცა პეტროგრ. სამეცნიერო აკადემიის მიერ სახელწოდებით: Труды Яфетического семинария, т. V. Петр. 1926). ეს შ. იწყება უუძველესი ქართული სასაუბრო ენის ძეგლებით და თავდება ჩვენი თანამედროვე სახელოვანი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ნიმუშებით. [ეს ასეც უნდა] არ შემცდარა პატივცემული აკადემიკოსი: გალაკტიონ ტაბიძე ჩვენი პოეზიის მართლაც [პირველი] ცენტრალური ფიგურაა, [უსათუოდ ფიგურაა [ქართული პოეზიის] მეოცე საუკუნის ამ ოცი წლის განმავლობაში]. არ შემცდარა არც სახელმწიფო გამომცემლობა, [როდესაც] რომელმაც განსაკუთრებული [პატივისცემით და სიყვარულით] გამოსცა [ეს] გალაკტიონ ტაბიძის წიგნი. [ჩვენ ვამბობთ - განსაკუთრებული სიყვარულით. არც ერთი თანამედროვე (ჩვენ ვამბობთ სერიოზულ ძალებზე) ქართულად არ გამოცემულა ამ ტანის, წიგნი შეიცავს...].
...გამოვიდა გასაოცარი წიგნი: დიდი წიგნი.
[და აი, გამოვიდა ძვირფასი გალაკტიონის წიგნიც].
დავიწყოთ მასზე საუბარი. მაგრამ ჩვენ უკვე დაგვასწრეს სხვებმა. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ...
დავიწყოთ სრულიად უბრალო ამბით: [ეხლა კი] მე მგონია, დადგა დრო გალაკტიონ ტაბიძესთან ანგარიშის გასწორების: მან უნდა პასუხი გაგვცეს ყველაფერში! რატომ არის იგი ასეთი და არა სხვანაირი? [ეხლა კი დროა].

Тон.
გამოვიდა გ. ტაბიძის...
ბარონ ბიბინეიშვილი.

*
1. ჩლაიძე, 2. გე-კო-სიუ, 3. ჟვანია, 4. მიწიშვილთან, 5. ქაღალდი, კლიშე, 6. ავტორები.