შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-552-9 - უთარიღო


1. [მიჰქრის ლიახვზე] მდინარეზე ტივი. 2. ტოლ-მეგობრების [მწკრივი] მკვრივი. 3. არალეგალურ მწკრივით. პროლეტარების. 4. შეფიცხებული წვივი (მუშებთან საუბრის დროს, ცეცხლთან). 5. ციხის დუმილი, ქვრივი. 6. ციხე, ციმბირი ცივი. 7. ტამერფორსამდე მღვივი. იმ ბათუმიდან ტამერფორსამდე მღვივი... 8. ტალღა მილიონ მხრივი. 9. რაზმით ჩამოკვეთა მკვრივი.

*
[ცხრაას] მისწვდა ჩვიდმეტის არეს
[ცხელი და] ცეცხლი მილიონმხრივი,
და მოეფინა მხარეს
ჭეშმარიტების სხივი.

გვინდა.
[ჭეშმარიტება! ჩქარი
მიჰქრის ლიახვის ტივი].
ჭეშმარიტება დიდი,
ჭეშმარიტება [წრფელი]. არის.
ჭეშმარიტების სხივი.
საწირველად.

*
როგორ არ მახსოვს [მე იმ დღეთა მშფოთარე] სმოლნი,
სადაც სტალინი - [მეომარი] - პირველად ვნახე.
[სხვა] საქართველოზე მკითხავდა ის, [სხვა საქართველოს]
საქართველოზე.

*
ოლია - 30.
მიიღება ხელისმოწერა გალაკტიონ ტაბიძის ნაწერების 25 ტომზე.