შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-498-12 - უთარიღო


ამერიკა საქართველოში, ამერიკა თბილისში, ამერიკა ქუთაისში.

[რევოლუციონური პოეტის დღიური].
[ - მაშასადამე, ყოველივე ისე მოხდა, როგორც შენ [მეუბნები] მომიყევი?
- [რა თქმა უნდა, ასე მოხდა], გინდ დაიჯერე, გინდ არაო, მე შენ [რატომ] როგორ მოგატყუებ.
- არა, მართლა, მართლა! მართალი მითხარი!
- მართლა გეუბნები - [ვფიცავარ მეთქი], გინდა დაიჯერე, გინდა არა!
- [კარგი ძალიან! ვნახოთ. დამაცადოს - რა ვუქნა]. აბა, [ეხლა] აწი მიყუროს მე მან... დედას ვუტირებ, ღდინს გავაგდებინებ, სულს ამოვაცლი მაგ ლაწირაკს]].
- მაშასადამე, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც [მეუბნები] მომიყევი.
- გინდა დაიჯერე, გინდ არა,  ასე მოხდა, მე შენ არ მოგატყუებ, იოველ...
- არა, მართლა, მართლა!
- მართალი გითხარი. როგორც გინდოდეს ეხლა.
- აბა, ეხლა მე მიყურონ, [ო, მაგათი დედა, ო, მაგათი მამის სახელი, ღდინს გავაგდებინებ, სულს ამოვაცლი].
- მე შენ ეს მოგიყევი არა იმიტომ, რომ სულელურად აღელდე. არ უნდა მისცე ნება ამდენის, თორემ საზიზღარ [ამბებში] ისტორიაში გაგხვევენ.
[ - არა, ეხლა მე ვიცი, შენ  ამბობ, რომ ისინი ეხლაც სხედან კაფეში, არა?].
- იოველმა [აღელვებით] ნერვიულად გამოაღო მაგიდის უჯრა, ამოიღო [ბრაუნინგი] და მრავალმნიშვნელოვანი მინით ჯიბეში ჩაიდო.
- შენ ამბობ, [სთქვა] იკითხა მან, რომ ისინი ეხლა სხედან... [კაფეში] [ბოტ.] სად? სად სხედან ისინი?
- ისინი კაფეში სხედან.
იოველი სიტყვაუთქმელად აღელვებული [გამოვარდა] გავიდა სახლიდან, ოთახში ისმოდა, თუ რაგვარის აღელვებით ჩადიოდა იგი ხის კიბეზე. კიბე აზანზარებდა. კიბე გადიოდა ქუჩის სიბნელეში, [რომელსაც] და აი ამ... შეერთო იოველი. ოთახში კი ამ დროს მწარედ გადიხარხარა [ქალმა] მისმა მეგობარმა. ქუჩა რატომღაც არ იყო განათებული, ღამე ჰგავდა უდაბნოს, ცაზე გულცივი ვარსკვლავები ანათებდენ.