შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-625-7 - უთარიღო.


1. ვით არ ვადიდო.
2. იმ დღეებს ძეგლი უნდა ავუგოთ.

*
მწერალთა კავშირში შემოქმედების საკითხებზე ლაპარაკი ყოველთვის მოსაწყენია, გამოცოცხლება აქ მხოლოდ მაშინ შეიქნება, როცა საკითხი ეხება ჰონორარს, მივლინებას, გეგმაში შეტანას, თარგმანების ხელში ჩაგდებას, რედაქტორად დანიშნვას, პრემიაზე წარდგენას, კრიტიკული წერილის ყალბად შედგენას, და მის გაზეთში ან ჟურნალში გაპარებას. ერთმანეთის კილვას, აბუჩად აგდებას. მიკვირს, როგორ უძლებენ ერთმანეთს.

*
ჩაძირული ზარი უფრო პოეტურია თუ ჩაძირული ქვები?

[დაძმობილდენ, როგორც დადის ხმები,
და დასწერეს ერთნაირი გზნებით,]
ჰაუპტმანმა „ჩაძირული ზარი“,
მოსაშვილმა „ჩაძირული ქვები“.
როს დასწერეს ერთნაირი გზნებით,
დაძმობილდნენ, როგორც დადის ხმები.