შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-599-3 - უთარიღო


[წელიწადები იბადება და ჰქრება] აი, ფანტასტიური [საშინელი] წელიწადები! ვცხოვრობთ მრავალფერი [და] მხურვალებით ცეცხლის გუგუნში. სახე [...] იფარება ბრინჯაოს [ფერად] სხივით. თითები გველებივით მოქნილი ხდებიან, [ხელები როს იღლებიან, როგორც] თითქო საუკუნოებში ცურვის შემდეგ, მაგრამ ისევ აამოძრავებს მათ უეცარი საშინელების სიახლოვე. მაგრამ ყოველივე ეს არაფერია - იმასთან შედარებით - რაც მე დავკარგე სამუდამოდ, სამუდამოდ. არა სიმდიდრე, არა საყვარელი ქალი, არა დედა, არა მამა, არამედ სიცილი, მხიარული ბავშური სიცილი დავკარგე ამ ქარტეხილებში. სად, როდის, როგორ? შეიძლება იგი დაიკარგა შემთხვევით, როგორც მრავალცერა ალმასი, ამოვარდნილი ბეჭდის თვალიდან? შეიძლება იგი დავკარგე, როგორც ფანტასტიური...

მბრძანებლობს რითმა.

რესტორანის პატრონი სადაც შედარებით... ჰქვია - სოლომონ, სპირიდონ.