შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-599-2 - უთარიღო


თავბრუდახვევა წარმატებისგან + პანიკა დამარცხებისაგან = 0.

თავბრუდახვევას წარმატებისაგან თუ დაემატა პანიკა დამარცხებისაგან - გამოვა არაფერი!
ასეც არ შეიძლება, ამხანაგო სტალინო!

[წარმატებისაგან]
მე არასდროს არ ვყოფილვარ თავბრუდახვეული წარმატებისაგან, მაგრამ არც პანიკამდე მივიყვან ხალხს დამარცხებისაგან.

*
არასოდეს შენი სიტყვა არ იქნება მკაცრად წარმოთქმული, მაგრამ მასში ყოველთვის [იქუხებს] იქნება მაღალი გრძნობა – გრძნობა ვულკანივით ამოხეთქილი, გრძნობა, რომელიც გადასწვდება მთელს მსოფლიოს. შენ გიყვარს მასსა, გიყვარს რევოლიუცია, გიყვარს ის ადამიანი, რომელიც ებრძვის ძველ ცხოვრებას...
და შენ თვითონ მებრძოლი ხარ... შენ გინდა სხვა ცხოვრება – ადამიანური, მაღალი, სპეტაკი, ყველასთან მეგობრული...
შენ გინდა გარდაქმნა მსოფლიოსი.

*
ტფილისის ქუჩებს შენი ლანდი
მუდამ შეაკრთობს,
ღამეს კვლავ ახსოვს ქეთევანი,
თამარი, ნინო...
შენ დააღონებ აქ მთაწმინდას
და იქ მადათოვს
და კიდევ ბევრჯერ სევდიანი
გადაჰკრავ ღვინოს.