შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-574-19 - უთარიღო


ამხანაგებო!
ძვირფასი და ამაღელვებელია ის სიახლე‚ რომელიც გამომჟღავნდა დღევანდელ ჩვენს შეხვედრაში და რომელიც უდიდეს სარგებლობას მოუტანს ჩვენი ქვეყნის მგზნებარე ახალგაზრდობას. ეჭვი არაა‚ ეს სიახლე ამიერიდან გახდება ჩვენი ახალგაზრდობის მუდმივი‚ სისტემატიური‚ ყოველდღიური ზრუნვის საგანი.
ეს სიახლე გამოიხატება‚ უპირველეს ყოვლისა, [ჩვენთა] მიღწევათა დაფასებაში‚ იმ მიღწევათა‚ რომელთა თითქმის ნახევარი საუკუნის ისტორია აქვს‚ [ცოდნა ამ მიღწევებისა] მაგრამ მთელი ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ხშირად‚ და ძალიან ხშირად საქმე გვაქვს ამ მიღწევათა მიჩქმალვის მავნე ტენდენციასთან. [მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს] [დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კი] აი‚ როგორი დიდი სიახლის მნიშვნელობისაა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა.
მიღწევათა დაფასება!
მე მინდა, აქ გავიხსენო ერთი შემთხვევა ჩემი პირადი ცხოვრებიდან.
ეს იყო 1917-18 წ.წ.

ამბავი:
1. სმოლნი.
2. მოსკოვი.
3. გორკის წერილი აკადემიის წევრთა თათბირის შესახებ.
4. იყო ცივი ზამთარი.
5. ცუდათ ჩაცმული აკადემიკოსები.
6. ხველა მთელ დარბაზში.
7. ყველაზე მეტად ახველებდა გორკი.
8. თხოვნა ლენინთან წასვლისთვის (რა ძნელი ხანა იყო).
9. გავიდა მას მერე 10 წელი.
10. გორკი ჩამოვიდა აქ, თბილისში. კერძო საუბარში იგი აღელვებულია ჩვენი მიღწევებით.
11. იგი შემდეგ აარსებს ჟურნალს „ჩვენი მიღწევები“ (Наши достижения).
12. [იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს] დიდია‚ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ მიღწევათა დაფასებას.
აი‚ რისი თქმა მინდოდა. ნება მომეცით, წავიკითხო ლექსი ახალგაზრდობის შესახებ.