შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-496-11 - უთარიღო


„საქ. ჩაი“
1.  - მართლაც და, რა უნდა ვქნა... რა ვქნა მაშინ? - ხმამაღლა წამოვიძახე.
- ჩაი უნდა მიირთოთო, - მითხრა მოსამსახურემ.
- ჩაი?!!
ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილები“

ანალოგიური ამბავია. ამ ზაფხულს რაციონალურად გამოყენებულ გეგმებიდან (ვაპირებდი საზღვარგარედ წასვლას, ვფიქრობდი ჩრდილოეთ პოლიუსის რომელიმე ექსპედიციასთან „შალიგინით“ გამგზავრებას, განზრახული მქონდა შუა აზიაში მოგზაურობა და როდესაც არც ერთის განხორციელების პერსპექტივამ არ გამიღიმა, ვთქვი: რომელიმე კურორტზე წავალ დასასვენებლად მეთქი... როდესაც არც აქედან გამოვიდა რა [ტფილისიდან ფეხს ვერ ვიცვლიდი] არ იქნა, ტფილისიდან ვერ გავეტიე,  მაშინ ხმამაღლა წამოვიძახე: „მართლაც, რა უნდა ვქნა ეხლა?“ „საქართველოს ჩაის პლანტაციების ასაწერად უნდა წახვიდეო“ - იყო პასუხი.
- „ჩაი?“ - დიაღ, ჩაი. აბა, ეს არის საქმე! ამ მარიამობისთვის სიცხე პაპანაქებაში გალაკტიონ ტაბიძე უნდა გაჰყვეს <...> მალიარიან ჭაობებს [უნდა გადალახოს] მოიაროს გურია, აჭარა, [ოდიში], სამეგრელო და ჩამოიტანოს "ამბავი... ქვეყნის გადარჩენისა". როგორცა სჩანს, არასდროს ბედი მე არ გამიღიმებს; უნდა წავიდე, მეტი რა ჩარაა? შიმშილით ხომ არ მოვკვდები.
2. „- თქვენ ჩაის დაშაქრულს მიირთმევთ თუ კრიპუსტით? - კრიპუსტით, ბატონო, კრიპუსტით“.
3. კალისტრატე ფირცხალაიშვილის წიგნი.
4. საქართველო ამნაირი არ გეგონის იდილია.
5. „ფინჯანი ჩაი“.
6. „ჩაი, ჩაი, სადაც გინდა - იქით წაი“.
7. ძველი კარაბადინი.
8. „ჩაი ლიმნით“, მურაბით.
9. ჩაი ჭიქა - 50 კ.
10. ჩაი-ხანა.