შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-496-9 - უთარიღო


ცხოვრობდა იგი დიდი, მდიდარი, მოძრავი ქალაქის მახლობლად. მაგრამ ქალაქი იგი უცხო იყო მისთვის.
მელიაც ეშმაკია, მაგრამ ორივე ფეხებით გაებმება იგი ხაფანგში.

*
ჩონგურის ხმოვანი რიტმი, მღეროდა წარსულ საქართველოზე [ჩონგური  ელეგიურად ჰკითხულობდა].
ნისლში სდგება წარსული.
დასავლეთის ქარმა ცაზე მიაბნ-მოაბნია შუქი და სისხლისფერი ღრუბლების აბრეშუმი.
კარგია, მართლაც, მერანი, არაბული, ველური მერანი.
ჩიტივით მოახტები და გახედავ ამ მინდორ-ველებს.
ამ მინდორ-ველებს, რომელსაც დაეპატრონება თანამედროვეობის კოლექტიური ხელები: ფავნის თითები, რომლის კორძებიც და ნაოჭები [ლაპარაკობენ] მეტყველებენ არაადამიანურ, გაუგონარ საქმეებზე. გლადიატორული, [კოლეკტიური] ხელი, მუხის ფესვებივით რომ ჩააფრინდა მიწას. საბ. ხელოვნებაში ვერავინ ჯერ ვერ მოხაზა ამ გიგანტიური ხელების ეტიუდი.
[მშრომელთა] ამ ხელების ოფლითა და სისხლითაა მორწყული ეს მინდორ-ველი.
დუღს, სად იცინის და მილაპარაკობს სარწყავი არხები..