შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-478-2 - უთარიღო


ხედი კავკასიონისაკენ
ჯერ სადაა, ჩემო ძმაო! მაგრამ  ნაწილი ერთი დიდი საქმისა მაინც დამთავრებულია. სახლზე დადგმულია მეორე სართული. უკეთ რომ ვსთქვათ, მესამე სართულია, ხედით კავკასიონისაკენ. სამხრეთიდან აყვანილია ნიაღვრის საწინააღმდეგო კედელი. ხის კედლები მეორე სართულისა შელესილია გაჟით და დამაგრებული ტკეჩით. ოდნავ მაინც წესრიგშია მოყვანილი სახლის წინა მდებარე [ეზოს] კუთხე. ფარანი. გაკეთებულია კარები აღმოსავლეთით და ათასი სხვა წვრილმანი რამ, გადატანილია რეიმსი - ტყეში. შეღებილია მე-ორე სართული, დგამი. ოდნავ მაინც წესრიგშია მოყვანილი ეზო: დარგულია ვაზები, ხეები, მიღებულია ზომები ტყის მხრიდან, აგრეთვე სანატორიის მხრიდან მომავალში ღობეების, მესერის გაკეთებისათვის. აი, კიდევ პატარა საქმეები - ბილიკები აღმოსავლეთით და სხვ.
ეხლა მთავარია ტყის მხრიდან, აგრეთვე სანატორიის მხრიდან მესერის გაკეთების საქმე! ეს იყო პირველად გასაკეთებელი საქმე, მაგრამ რატომღაც ჩვენი „ინჟენერი“ - ყურს არ მათხოვებს, ან რაღაც მოსაზრებით აჭიანურებს ამ საქმეს... ეხლა კი ეს გადაუდებლად, პირველ რიგში უნდა გაკეთდეს. ეხლა:
1. მესერი სანატორიის მხრიდან.
2. მესერი ტყის მხრიდან.
3. შეღებვა მესერების - ყველასი.
4. მონტიორის საქმეები (ელეკტროფიკაცია).
5. მაგიდებისა და სხვა ნივთების შეძენა.
6. პირველი ივნისისათვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.
7. ბოძები.
რა დაჯდება ყოველივე ეს?
1.  ბოძების ფასია 25 მან. თვითეულის. საჭიროა სულ  50 ბოძი. ააუი! ეს, მარტო ეს შეადგენს 1250 მანეთს!
2. სამი მაგიდა 1500 - სულ 3000 მანეთი.
ახლა ელეკტროფიკაცია? (მონტიორის საქმეები).
3. ეხლა „ინჟენერი“ და „მღებარი“. 6500.
აი, სწორედ ეხლაა საჭირო გონიერება, დამთავრების პერიოდია.
მთელი ნამუშევრების ამბავი დასკვნამდე უნდა იქნეს მიყვანილი. მესერი და მონტიორი! მონტიორი და მესერი. ბოძები... ბოძები... დიდუბეშია ბოძებიო! აAმბობენ... (ვერ გავიგე, რას ბოდიალობს ეს ინჟენერი).
1. ბოძები., 2. დურგალი.
24 მაისი