შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-27 - უთარიღო


უეცრად...
შემოდის აჩრდილი.
შევხედავ:
არის ვით ზამბახთა ავსება.
ჩვენ ორის მარადი მსგავსება.
გემი დალანდი მიაპობს ტალღებს.
დაცვაა სამშობლოსი, თუ...
[სახელმწიფო ოპერის თეატრი]
მირჩევენ პოეტების მეფედ,
ცხრასს ოცდაერთ წელს,
ოცდახუთ იანვარს.
ვხედავ აფიშას ისტორიულს
სახელმწიფო ოპერის წინ,
კითხულობს ის, როგორც, ავსება
ჩვენ ორის მარადი მსგავსება.
ღრმა მწუხარება.
ეხლა კი
ყველა საქმეები მივეცი თავქარს,
ჰაიდაა!
და შევუერთდი შფოთიან ამქარს,
ჰაიდაა!
ყველა საქმეები წყალს მივეც მდინარეს,
ჩემზე ბედნიერი ნეტავი ვინ არის?
წყალს მივეც მდინარეს ყველა საქმეები,
ჰაიდაა, ჰაიდაააა!