შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-23 - უთარიღო


                                    ქარხნის მილები ისროდენ დორბლებს

ქარხნის მილები ისროდენ დორბლებს.
ხალხის რიტმი.
შრიალებს შვრია.
შრომა სიყვარული და ცოდნა.
მსოფლიო ძმობა.
არა ბოროტი მტრობა.
არა გათიშვა და ომი.
მაღაროს მთხრელები, პოეტები, მეზღვაურები.
[ბიბლიოთეკების]
წიგნთსაცავების სასაფლაოებში.
დავიწყებული პოეტების პოემებში.
ამოაკვლევენ ადამიანები -
ერთს ნახევრად მკვდარ და დავიწყებულს სიტყვას
და სიტყვა იგი იქნება რევოლიუცია.
ჭრილობიდან ჩამოდის სისხლი.
[100%]. ევროპაში.
შავი მდინარე დემონსტრანტების.
ქუჩაზე მიდის.
[ნაცნობი შარაგზით] ნაპირ უბნებში კი ვიღაც დადის.
ეს შიმშილია. ყოველწლიური (სტუმარი).
[ხელში გლეხკაცის] სტუმარს პირში უჭირავს ძვალი.
და თვალებს ცეცხლით გააქვს ბრიალი.

                                                                                       *

რელატივობის თეორია.
მოსეს: რა გინდოდა დაგემტკიცებია?