შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-623-10 - უთარიღო


დიდი აკაკი მიესალმა გალაკტიონის დებიუტს და ის უნიჭიერეს ახალგაზრდა პოეტად აღიარა. გალაკტიონი დღეს სახელმოხვეჭილი და ქართველი ხალხის საყვარელი პოეტია. მშვიდი, წყნარი, მორიდებული ადამიანია, პოეტ-მწერალთა არც ერთ დაჯგუფებაში არ ურევია. ცხოვრობს და მუშაობს განმარტოებულად, ის არ არის კომბინაციის ადამიანი, „კვაჭობას“ მისი ზნეობრივი ბუნება არ ითმენს. ყოველგვარი ინტრიგა სამარცხვინოდ მიაჩნია. „ოქროს მთების“ შექმნას არ მისდევს. გალაკტიონი მაინც უდიდესი პოეტია. შთამომავლობას დარჩება მისი ხელი-ხელ საგოგმანებელი მარგალიტები. დრო და ჟამი წაშლის და დავიწყებას მისცემს ბევრს, მათი ხსენებაც კი აღიგვება „პირისაგან მიწისა“.
იპოლიტე ვართაგავა