შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-623-9 - უთარიღო


ავტოგრაფები.
შეშის საკითხი: თუ ორგანიზაციამ, რომელიც შეშას ანაწილებს - ვერ მიშოვა შეშა - მაშინ მეტი ძალა არაა - საგურამო!
პალტოს საკითხი: საჭიროა ორი პალტო. უნდა ბარნოვთან ერთი და მეორე... აღარ ვიცი.
ნიკოლაძის ბიუსტი: საჭიროა შეთანხმება იაშასთან და ყველაფრის მოწესრიგება.
ენციკლოპედიის საკ.: საჭიროა შეძენილ იქნას უსათუოდ.
წიგნის შკაფის საკითხი: საჭიროა შეძენილ იქნას უსათუოდ.
კარების გამაგრების საკითხი: ჩასვლისთანავე. ეს პირველ რიგში.
დარაბების საკითხი: ჩასვლისთანავე.
საწერი მაგიდის საკითხი: შეცვლა გასაღებების. გაგება იმ საიდუმლოსი, რომ იკეტება. უჯრების რემონტი.
პატარა ხალების საკითხი: საჭიროა შეძენილ იქნას.
ლიუსტრების საკითხი: საჭიროა ორი კარგი ლიუსტრა.
ბიბლიოთეკის საკითხი: საჭიროა ალფაბეტიანი კატალოგი.
ფეხსაცმლის საკითხი: განახლება ძველების, გაწევა ახლის.
ავტოგრაფების საკითხი: გ. ქუჩიშვილს მიენდოს.
ჩარჩოების და დიკტის საკითხი.
ტუმბო ყვავილებისა და ქვისთვის.
საქ. გეოგრაფია.
წიგნების ყდები.

სიყრმიდან ფრთოვანქმნილი.