შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-598-8 - უთარიღო


იოჰანეს ბეხერი.

ხუთწლედი
„ხუთწლედი!“ - ხუთს ნაწილს მთელი მსოფლიოსას გადასცემს მოსკოვის რადიოსადგური 1481,5 ტალღაზე.
„ხუთწლედი!“ - გაჰკივიან სვეტებით, წერილების ყველა სვეტებით ბურჟუაზიული გაზეთების.
„ხუთწლედი“ - კვნესის მღვდელთმსახურებაზე პაპი და ქადაგებს ჯვაროსნულ ომს.
„ხუთწლედი“ - აი, ტემა კრებებისა მთელი ქვეყნის კომუნისტური პარტიების.
„ხუთწლედი - ოთხწელიწადში!“ - იუწყება კალინინი კკპ (ბ)-ს XVI კრების საბოლოო სიტყვაში.
სერ ლეტერდინგი ბჭობას მართავს ინდუსტრიის მაგნატებთან და გენერლებთან.
მე ვუძღვნი ჩემს ლექსს მსოფლიოის მუშებსა და გლეხებს.
მე [ვაღვიძებ] ვაფხიზლებ მათ.