შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-550-2 - უთარიღო


1. საღამოის მზე არეს ჰფენდა სუნთქვას საამურს,
2. როცა გაიღო სახლის კარი გადარაზული...
[პატარა გოგომ ვერ მოასწრო ეთქვა პასუხი -
როდესაც სახლის [დახურული] დარაზული გაიღო კარი].
როცა გაიღო  სახლის კარი გადარაზული
[მთლად შეღამებულ]
[თითქმის [შეღამდა] ბნელოდა და ბინდბუნდი ფარავდა საგნებს]
ისე შებინდდა, თვალი ძლივას არჩევდა საგნებს.
მაგრამ მე ვგრძნობდი - ქალი წინ რომ შემოგვეგება,
გრძნობით, წინასწარ [თვალთა] ხედვის გრძნობით კარს რომ მიაგნებს,
იდგა კარებში...
3. - წადი ბავშებთან.
4. როგორნაირი სინანული - თრთოდა მის ხმაში -
5. ხელი შემახო და წყნარადა სთქვა.
6. თანხმობის ნიშნად მეგობრულად ვუპასუხე მას.
7. დედამ მომხიბვლელ ხმით მომმართა.
8. ის განაგრძობდა წყნარ საუბარს და მის სიტყვებში...
9. ის საუბრობდა და ხმისაგან იფრქვეოდა მზე.