შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-496-3 - უთარიღო


გამაგრდა რევოლიუციონური საქართველო.
სოციალისტურ დროშის ქვეშ გიგანტიურს ითვლის დაპყრობებს.
მეურნეობა დანგრეული იმპერიალისტური [ომით] და სამოქალაქო ომებით - ისევ აყვავდა.
ელექტრო-მორევით იფინება იგი.
სამი წელია, რაც იგი ასრულებს სოც. რეკონსტრუქციის ხუთწლედის გეგმას, რომელიც მიიყვანს მთელ სახალხო მეურნეობებს...
უმრავლესობა ერთიანდება კოლექტივებში.
ხდება უდიდესი კულტურული რევოლიუცია.
უმაღლესი სასწავლებლები, ტეხნიკუმები, ახალი შკოლები.
უამრავი ჟურნალ-გაზეთები, ათასობით კლუბები, სასახლეები, დასვენების სახლები.
აი, რა შექმნა რევოლიუციამ.
აღარ არის აქ უმუშევრობა.
ჩვენს წინ კიდევ ბევრი დაბრკოლებებია, მაგრამ ჩვენ გავედით რეკონსტრუქციის ფართო გზაზე.
მილიონები ჩაბმულნი არიან სოცშეჯიბრებებში.
უდიდესი გმირობა და ენტუზიაზმია.
წინანდელი საქართველო, გაჭირვებისა და დარბევის ბრჭყალებში ღაფავდა სულს.
თუ იგი მოკუმშული მუშტებით და კბილთა ღრჭენით მიდიოდა ტფილისის ქუჩებზე.