შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-496-1 - უთარიღო


მშენებლობა
მშენებლობა - იმ ეკონომიური და კულტურული შესაძლებლობებით, რომელიც შენახულია ჩვენს ქვეყანაში...
მშენებლობა [უნდა გაიზარდოს] გაიზრდება, [იგი უნდა] გადიდდება, გაფართოვდება.
ესაა უმთავრესი ამოცანა ჩვენი ქვეყნის სოციალისტური გარდაქმნისათვის.
ესაა ამოცანა, რომელსაც ეწოდება სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია. რეკონსტრუკცია ჩვენი მეურნეობის.
სრულიად [უნდა ჩამ.] ახლად ყალიბდება და მოწესრიგდება ყველა ამშენებლობითი საწარმოო [(производительное)] ძალები. [მიზან-შეწონილი ორგანიზაცია საწარმოო ძალების].
მიზანშეწონილი გამოყენება ამ ძალების.
მიზანშეწონილი მიმართულების მიცემა ამ ძალებისთვის.
სწრაფად უნდა მიიმართებოდეს გზა სოციალიზმისაკენ.
ძირითადი ბაზა სოციალიზმის - არის ინდუსტრია.
[ამნაირად პროლეტარულ სახელმწიფოს წინაშე სდგას ამოცანა].
გარდაიქმნება არა მარტო მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კულტურა, არამედ სოციალისტურ მშენებლობის პროცესში თანდათანობით გადაკეთდება თვითონ პროლეტარული სახელმწიფოც - აი, საითკენ მიდის საქართველო.
ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ავაშენეთ ისეთი სრულყოფილი ტიპი სოციალისტური სახელმწიფოსი, რომელიც მომავალში არ მოითხოვს არავითარ ცვლილებებს. ასე ფიქრი, თვითონ ძირშივე შემცდარი იქნებოდა. პირიქით, ჩვენი მატერიალური და კულტურული შესაძლებლობათა განვითარებითა და გაძლიერებით, სისტემატიური დაკვირვებული ცვლილებებით, გაუმჯობესდება ეს სახელმწიფო.
აი, საითკენ მიდის საქართველო.
ისტორიაში ცნობილია ორი მაგალითი პროლეტარული სახელმწიფოს შექმნისა. პირველი მაგალითი იყო პარიზის კომუნა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩანასახი, რომელიც შემდეგში ვერ განვითარდა. მეორე მაგალითი არის ჩვენი კავშირი, უფრო სრული, კლასიკური ტიპი პროლეტ. სახელმწიფოსი. მისი აყვავება, დამკვიდრება, დაფუძნება.
აი, საითკენ მიდის საქართველო.

ამშენებლობა - [რომელიც უნდა] საზღვარზე დამდგარ
[მტერს სასიამოდ] მოძალადეებს რომ არ ართობდეს,
უნდა გადიდდეს, [მშენებლობა] უნდა დაიძრას, უნდა [დაიძრას
და] <...> გაფართოვდეს.