შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-623-5 - უთარიღო.


1. ვორონცოვის ძეგლი. ვორონცოვი სდგას წინ ნაბიჯ-წადგმული. ორივე ხელით იმაგრებს "პლაშჩს". ხელში უჭირავს მოხვეული ქაღალდი: იგულისხმება საქმე, გეგმა. მოსჩანს რაღაც წარწერა ძეგლზე. ძეგლი ორსართულიან სახლზე მაღალია. გარსშემოვლებულია ჯაჭვით. მიმაგრებული ზარბაზნის ლულის მსგავს ოთხ დაბალ სვეტზე: შესაძლებელია, ეს მართლაც ზარბაზნის ლულები იყო? პოსტამენტს აქვს სამი ქვის კიბე აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრითაც. ამ ძეგლზე პოემა ჰქონდა დაწერილი აკაკი წერეთელს. სიუჟეტით აკაკის ვორონცოვი გამოჰყავს გმირად (იმ კაცს ეძახდნენ ვორონცოვს, ის იყო გმირთა-გმირიო; მის დროს ვიგონებ მოხუცი და, შვილო, მიტომ ვსტირიო).
დიდი ხნის, რევოლიუციის, შემდეგ - ეს ძეგლი მე ვნახე ისტორიული მუზეუმის ეზოში. ფოლადის ფეხები გადახერხილი ჰქონდა.