შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-597-16 - უთარიღო


როდესაც დილით გამომეღვიძება - და თავს ბალიშზე მარცხნიდან მარჯვნივ გადავდებ, იმ წამშივე, თითქო რაღაც მძიმე სითხე გადადის მარცხნიდან მარჯვნივ შუბლის არეში. ვგრძნობ წუთით არა ძლიერ თავბრუდახვევას. გადავიტან თავს მარცხნიდან მარჯვნივ და თავბრუდახვევა ოდნავ ჰქრება.

როდესაც საწოლიდან ვდგები, წუთით ვგრძნობ თავბრუდახვევას. და არ შეიძლება, არ დავბარბაცდე. ვგრძნობ ამ დროს ძლიერ სისუსტეს.
თავის ქალაში, მაშასადამე, ეს რაღაც მოძრაობის მსგავსი გადაწევისას ხდება მარცხნიდან მარჯვენა მხარისკენ, იმ ადგილისკენ, სადაც დაზიანებული (დაცემის გამო) მქონდა კანი.
სადაც მეტ ტკივილებსა ვგრძნობდი და კანიც ოდნავ ამობურცული იყო (ის ადგილი, იოდის წასმის შემდეგ ერთი კვირის კანი).
გრძელდება ასეთი მდგომარეობა აგერ თითქმის სამი კვირაა.
პირველ ხანებში, ამის ნიადაგზე მტკივოდა ყბებიც - [შემდგომ] ეხლა ამ ტკივილებს ისე აღარა ვგრძნობ.
თავბრუდახვევის დროს ოდნავ მიბნელდება თვალებში. დაცემის გამო ტკივილები მაქვს მარჯვენა ფეხში. მარჯვენა ხელი - იდაყვში და მარჯვენა თეძოში.