შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-597-11 - უთარიღო


მორიგე ექიმი (ქალი) მოვიდა და [გამომიწერა] დამინიშნა „გლუკოზა“.

მეორე დღეს მოვიდა „ტუშურიანი“, ეს გლუკოზა მან ზედმეტად ჩასთვალა, გამოსწერა წამლები და დამინიშნა წურბელები (თავის ტკივილისათვის). შეიძლება საჭიროა ეს გლუკოზა?

სამი კვირის წინად დაცემის შემდეგ ორ-სამ დღეს მქონდა ძლიერი გულის რევა და პირის ღებინება. შემდეგ იგი გაჰქრა, მხოლოდ გუშინ (10 ოკტ.) საღამოთი მქონდა ძლიერი პირღებინება (შეიძლება ეს იყო სადილისაგან, სუპი, აჯაბსანდალი, ჩაი, საირმეს წყალი. ან სხვა რამ მიზეზი).

ტემპერატურა ხან ცოტათი [იწევა] მაღლდება (მაგ. სამი დღის წინად დილითაც და საღამოთიც მქონდა 37,3O. გუშინ და დღეს - 36,5O), ხან კიდევ დაბალია, გუშინ და დღეს 36,3O.