შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-549-5 - უთარიღო


გორის ატამი
მუშის ქალი. ახალგაზრდა გლეხი.

იყიდა: ვერცხლის ქამარი, ფართო შარვალი, ულვაშები დაუგრძელდა. ვირი, ტაჭკა (პატარა ურემი), ჭრელი ხელსახოცი, ლოყაზე დიდი ხალი, გრძელძეწკვიანი ვერცხლის საათი, თავზე რუსული ქუდი.
1. ჯერ შეხვდება.
2. გორის დანგრევის დროს ის თეატრშია.
3. დანგრეული გორი.
4. რკინისგზის სადგურზე დაინახავს მას და მიატოვებს ყველაფერს, მატარებელს მიყვება.
5. ტფილისშიც ვერ ნახულობს და იმედით, რომ იპოვის ყიდულობს ვირს, ატამს ჰყიდის და ეძებს მას. ათვალიერებს მშ. ის ხდება რევოლიუციონერი.
6. ქალაქში მას ვერ ჰპოულობს.
გულმოკლული, გულდაწყვეტილი, თვალზე ცრემლმომდგარი, ხანდახან გულამოსკვნილი.
ტფილისის მიდამოები...

*
ორი ქუდი. გალსტუკები. საყელოები. ერთიც პერანგი.

*
ვინ იცის, რასაც აწ შეცდომა
უწოდა დრომა,
მომავლისათვის სულ არ იყოს
იგი შეცდომა.