შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-8 - უთარიღო


     „დასავლეთის თანამედროვე რევოლიუციონერ პოეზიისათვის, - სწერს ამხ. ლუ­ნა­ჩარსკი, - ამჟამად დამახასიათებელია სრული დაკარგვა გამობ­რძმე­დილი, და­კა­ნო­ნებული რიტმების, არის ლტოლვა უწესრიგობისადმი, ნა­ხევ­რად­პროზისადმი. ან რა აზრი აქვს, თავი გადააკლა რითმების მიწყობ-მოწ­ყობას; [ან] რა დროს რით­მე­ბია, როდესაც ადამიანში ბობოქრობს მისი მწუხარება, მისი პრო­ტესტი“. ასეთი განწ­ყობილება წამოვიდა ომიანობის დროიდან ექსპრეს­სი­ო­ნიზ­მი­დან, როდესაც სცდი­ლობდენ ამ [აღელვებ.] ან­თებამოდებულ უწეს­რიგო ფორ­მე­ბით მიღწეული ყო­ფილიყო, რამდენათაც კი შესაძლებელია, მეტი გარეგნული ეფეკ­ტი. რე­ვო­ლიუ­ციო­ნურმა პოეზიამ კი ამ უწესრიგობას მისცა შინა­განი აზრი, რე­ვოლიუციონური აზ­რი: იდეური დაბ­ნეულობა, რომელიც ახასიათებს ბურ­ჟუ­ა­ზიულს და წვრილ­ბურ­ჟუა­ზიულს ნაწილს პოეტებისას, სავსებით უცნობია ევ­რო­პის რევოლიუციონური პოე­ტებისათვის (გერმანიაში - იოჰანეს ბეჰხერი, მაქს ბარ­ტელი, ერნესტ ტოლ­ლერი, ოს­კარ მარია გრაფ. საფრანგეთში - მარსელ მარ­ტინე, ჟორჟ ლუამელი, ვაიან კუ­ტიუ­რე, შანდორ გაბორ, ანატოლ გიდაშ, პო­ლო­ნეთში - ბრუნო იასენ­სკი, ინგლისში - რო­ბერტ ხოგგ, ამერიკაში - მაიკლ ჰოლდი და სხვ.). უმრავ­ლესობა ამ პოეტებისა სწერს თეთრი ლექსით, ისე, როგორც წინად ვერ­ჰარნი, უიტმანი.
     სულ სხვა სურათია [თანამედროვე რუსეთში], თანამედროვე საბჭოთა [კავ­­შირ­ში] [რესეფე] რესპუბლიკებში: როგორც [უკრაინაში] ბელორუსიაში, სომ­­­ხეთში, აზერ­ბეიჯანში, უკრაინაში, საქართველოში. რევოლიუციის შემ­დეგ აქ რითმას [არათუ არ დაუკარგავს თა­ვისი] მიეცა უფრო ღრმა მნიშვნე­ლო­ბა, იგი გამდიდრდა ახა­ლი მიღწევებით, მიემატა ახალი აზრი.