შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-5 - უთარიღო


დაუკარი! განა სიცოცხლე ღირს რამედ?
განა გაგიგებს ვინმე? განა დაგაფასებს.
კიდევ.

                                 თავო ჩემო, ბედი არ გიწერია,
                                 ჩანგო ჩემო, ეშხით არ გიჟღერია.
                                 დავიღალე, გაქრა გიჟი ოცნება,
                                 ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება.

რა კარგად. უთუოდ სიხარული იქნება.
დიდი სიხარული.
გახსოვს, გალაკტიონ, ის საღამო?
ბედი. ტაბიძე.