შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-621-8 - უთარიღო


საილიუსტრაციოდ დარვინის თეორიისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, საკმარისი იქნებოდა, ძვირფასო მკითხველო, ეგვენა დაგენახათ. პატარა ეგვენა მამამ ჩაიყვანა ქუთაისში და სასწავლებელში მიაბარა. ბინად კი ავალიანის ქალთან, დარბაისელ მანდილოსანთან დააყენა: კარგს ოჯახში. ეს ცხრა წლის ბიჭი ეგვენა, ნამდვილი ჭინკა... პირველ ღამესვე მოითხოვა, გინდათ, არ გინდათ, ავალიანის ქალთან, ე. ი. დიასახლისთან დამაწვინეთო... დიასახლისმა მხიარულად გადაიკისკისა, მამას კი ფერი ეცვალა, რადგან იცოდა, რომ რასაც ეგვენა დაიჯინებდა, უბრალოდ აღარ მოეშვებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მამის დატუქსვამ ნაყოფი გამოიღო და ეგვენას აღარ დაუწყია ჩვეულებრივი ჭირვეულობა. მამამ კი გულში ჩაიდო ეს ამბავი: თავის სოფლურ უხიაკობას ქალაქშიაც არ იშლისო.
ცოტა ხნის შემდეგ ავალიანის ქალი სწერდა ეგვენას მამას: თქვენი ბავში მეტად უცნაური ვინმე ყოფილა. ყოველ საღამოს ჩამცივებია შენთან უნდა დამაწვინოო. და არა ბავშური გულუბრყვილობა ალაპარაკებსო ამას, არამედ ნამდვილი - სექსუალობაო, გარყვნილობაო. მამამ უზომო მწუხარებით წაიკითხა ეს წერილი.
მეორე წელიწადს ეგვენა იოსელიანის ქალთან დააყენეს, იმგვარადვე კარგ ოჯახში, იმნაირსავე...