შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-621-4 - უთარიღო


რომელი საქართველოა ნამდვილი საქართველო.
ან უკეთ: ვისი საქართველოა ნამდვილი საქართველო? „კომუნისტის“ №№-ში ილ. ჭავჭავაძის I ტ. გამოსვლის გამო სწერდენ: ილია ჭავჭავაძის საქართველო ჩვენი საქართველო არ არისო.
„მნათობში“ ვიღაც არჩევდა ნ. ბარათაშვილს: ბარათაშვილის საქართველო, რა თქმა უნდა, მისი საქართველო არ აღმოჩნდა.