შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-621-1 - უთარიღო


როდესაც შლი კაცობრიობის ისტორიის ფურცლებს, მისი ჯერ ისევ აკვანში ყოფნის ხანიდან, ისტორიის სევდიანი ყოველი გვერდი გვიყვება ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ კვნესდა ერთი მუჭა მდიდრების (მუქთახორობის) ბრჭყალებში და მონობის ბორკილებში მყოფი ადამიანი, რა უამური იყო მისი შრომა და ცხოვრება დედამიწის ზურგზე. ადამიანმა დაჰკარგა სიხარული, დაჰკარგა ჯანმრთელი სიცილი, დაჰკარგა ოცნებიანი გაღიმება. ცეცხლში იღუპებოდა უდიდესი ნიჭი და გენია. ისინი იღუპებოდენ ცეცხლში უდიდეს მოწინავე იდეიისათვის, ადამიანის მონობიდან განთავისუფლებისათვის.

არა ერთხელ დაღლილან ჯალათები, თავისუფლებისათვის მებრძოლთა თავების კვეთით. არა ერთხელ ცენზურა ერთი კალმის მოსმით ანადგურებდა კაცობრიობის სხივოსან შემოქმედებას.
დღეს დედამიწის ერთ მეექვსედზე, ჩემს უდიადეს სამშობლოში დამკვიდრდა ადამიანი: თავისუფალი, ხალისიანი, მხიარული სიცილით, სხივმოსილი გაღიმებით, უფართოესი გაქანებით, ცოდნის უშრეტი წყურვილით, პიროვნება სავსებით თავისუფალია. იშრომე, შექმენი მრავალფეროვანი და მრავალსხივოსანი. იფრინე, შენთვის ღიაა სიგანე და სივრცე მშვენიერი ლამაზი ცხოვრების. ადამიანო, შექმენი და გიყვარდეს სილამაზე. უმღერე დიადი ჰიმნები ჩვენს დიად და თავისუფალ ცხოვრებას. იმღერე, დეე, შენი სიმღერა გადაიღვაროს ცხოვრების უსაზღვრო ზღვებში, რათა კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს გადაედვას ის. გაუმარჯოს სტალინს, ახალი ცხოვრების დამამკვიდრებელს.