შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-597-6 - უთარიღო


* * *
მგალობლიშვილი. სულაბერიძე. ნუნუ. იოსებ ნებაძე. ჭილაიას წიგნი. ადრე ადგომა. კაკინას გამოცანა. კაკინას დიასახლისობა. პური! კალე - „მოგიტანოთ?“ არ უნდა დავიბნე. მესხეთის გადმოსახლების ამბები. საფერფლე. ფიქრები ეთერიზე. ფიქრები 1941 წ. (ომის პერიოდი). ვითომ დავსუსტდი???? ძირს პესსიმიზმი. ოთარი გუშინ. ფოტოგრაფი - ლაბორატორია. პაპიროსის გამყიდველი ქალი. ტელეფონი. - ნიშნად პატივისცემისა? - ნიშნად პატივისცემისა. ორთა შეხვედრის უგუნებობა.
დარჩენა მარტო..! მეჩქარება კი.
წავიდა. დაიგვიანებს?
კაკინა ოინებს აწყობს.
- მიეცი გადასაბეჭდათ? ა?
- შევუდგები ყველაფერს: დღეიდანვე: წიგნი.
- აგვიანდება! აგვიანდება! აგვიანდება!
გვეტაძე იწყებს პოემის წერას.
რადიანმა უნდა დამიბრუნოს ავტოგრაფი.

*
„წიგნში დეფეკტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააბრუნოთ წიგნი ამ იარლიკთან ერთად“. ასეთი განცხადებებია წიგნებში. აბრუნებენ კი?
ბოლოს დაბრუნდა. მე იმ წუთშივე ქუდს, კალოშებს და პალტოს. სწრაფად სახელგამში.
იგივე გაურკვევლობა. უნდათ თუ არა გამოცემა, ვერ გავიგე. დამიბარეს ორშაბათისთვის. შეიძლება შეერთდეს ორივე ტომი. მაშინ...
ტროლით. 3 ნომერი ბაზრისკენ. იქ ვიპოვე რკინა, სველი თოვლისგან დაჟანგული. გავაკეთე წარწერა: 2 თებერვალი.
გამობრუნება. ძვრები რუსთაველზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე.
პიონერთა სასახლეში. გრიშა და ქალები. შევთანხმდით 25 მაისისათვის.
კმაყოფილი ვბრუნდები.
შეხვედრა 25 მაისში (პიონერთა სასახლეში).
მთამსვლელი ქალი ჯაფარიძე (იქნება რაიმე თუ არა?).
საბოლოოდ: ხელთა მაქვს მხოლოდ ერთი ლექსი.
დავბრუნდი. ჩემს საწოლ ოთახში არეულობაა: ჩველებრივი. ჰმ! ჰმ!