შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-548-14 - უთარიღო


მცხეთა
„მცხეთა არს ორ მდინარეს შორის“ ფიგურალურად. მტკვარი, არაგვი.
ეს მომენტი აწერილი აქვს ლერმონტოვსაც მწირში. იგი მტკვარსა და არაგვს ადარებს ორს დას. სამხრეთით - მტკვარი (გეოგრაფიაში „სამხრით“). იშვიათ სანახაობას წარმოადგენს აქ მტკვარი. ეს არის დინჯი, როგორც ცხოვრება ქართლის, ხანდაზმული, როგორც სახელი მტკვარი, ბევრის მნახველი, როგორც თვალი დროისა, და ბევრის გამგონე, მრავალ დროების მოწამე, ბრძენი მემატიანე. მტკვარი - სულ სხვაგვარია მცხეთაში.
რამდენი დიდი და მცირე მდინარე არ უერთდება მას ამ ადგილამდე? აი, დათვალეთ.
მაგრამ არც ერთი ისეთი ლამაზი, ისეთი რომანტიული არ არის, როგორც არაგვი, რომელიც გარს ჩამოუვლის მცხეთას აღმოსავლეთით (გეოგრაფიაში „აღმოსავლით“).