შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-548-10 - უთარიღო


საქართველო მდებარეობს ორ ზღვას შუა.
მარინიზმი ჯერ კიდევ ვერ გამოხატავს სათანადოდ იმ განწყობილებას.
ვეფხის ტყაოსანი არაა მარინიზმი, არც ჯეკ ლონდონი.
ილია ჭავჭავაძის საუცხოვოდ ნათარგმნი შენიე - „რინალდოს, ტანკრედს“.
ჰეინეს ლექსი „ტურფავ, ტურფავ“, ბაირონის „დონ-ჟუანი“ - ი. ბაქრაძის ნათარგმნი.

მწერლებში უკმაყოფილება ზამთრის მოახლოვებით, არა აქვთ შეშა, არც „ფლური“.

შენიშვნების პრობლემა, როს ლექსები მოითხოვენ შენიშვნებს. არიან თუ არა კადრები.

*
10 დღის განმავლობაში:
1. კაფელის გადმოტანა ღრმაღელიდან. 2. პალმის გადმოტანა დიდის ამბით. 3. ქართული წიგნის აწყობა დაიწყო. 4. რუსული წიგნის საქმე თანდათან წინ მიდის. 5. პოლონელი სტუმრები. 6. გ. ქუჩიშვილის იუბილეი. 7. Mon dien, s’est circasion! 8. შეხვედრა კეკელიძესთან. 9. „მნათობი". 10. ტიჩინა და ისაკიანი. 11. რადიო (ფირფიტები). 12. აბესალომის საქმე. 13. ქეთო განაგრძობს. 14. ნაწილი მწერლებისა ვერ არიან ჩაბმულნი. 15. გრიშაშვილი ლაპარაკობს თავისთავზე და ალაპარაკებს სხვებს. 16. მიქავა. 17. რაღაც ცუდათ მძინავს.