შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-631-9 - უთარიღო


                                                      სტალინის შესახებ

„კომუნისტი“-ს თანამშრომელმა მიამბო:
შემხვდა სტალინის შვილის ამხანაგი, სემინარიელი. სტალინიო, სთქვა, ახალ­­გაზრ­დობაშივე ისეთი იყო, როგორიც არის ეხლა. ის სრულიადაც, იოტის ოდ­ნავად არ შეცვლილა.  მე მშვენიერად ვიცოდი რუსული ენა და ვასწავლიდი მას, ერთი წლის შემდეგ კი ის მასწავლიდა. ბერძნული ენის მასწავლებელს ეში­ნოდა მისი, რად­გან მასწავლებელზე უკეთესად შეისწავლა ბერძნული ენა. ხმა არ ჰქონდა, მაგ­რამ მოკლე ხანში მოსწავლეთა ხოროს საუკეთესო მომღე­რა­ლი იყო. მე ბლაღოჩინის შვი­ლი ვიყავი და თავი დიდათ მომქონდა, ის იყო უბ­რალო მეწაღის შვილი, მაგრამ სულ მალე ყველანი ვგრძნობდით მის უპირა­ტე­­სობას. არ შეიძლებოდა, რომ რამე კარ­გი დაენახა ვისიმე და არ შეხარბე­ბო­და. ერთი მოწაფე ლექსებსა სწერდა, მან შე­ჯიბრებით დაიწყო ლექსების წე­რა და ისე გაასწრო ამხანაგს, რომ ლექსებს გა­ზე­თებშიც ბეჭდავდა. მეორე მო­წაფე ღონიერი იყო. სტალინმა დაიწყო გირებით ვარ­ჯიშობა და გაუსწრო ამ­ხანაგს. მესამე განთქმული იყო კრივით. სტალინი ამ ხე­ლო­ბაშიაც გავარ­ჯიშ­­და და ერთ მშვენიერ დღეს კარგადაც მიბეგვა ის მოკრივე. რას ერჩოდა? რა თქმა უნდა, არაფერს! მას მხოლოდ სურდა დაემტკიცებია, რომ არა­ვის უფ­ლება არა აქვს მის წინ იყოყოჩოს. მოსკოვს რომ თეთრები იღებდენ, სტა­ლი­­ნი დიქტატორის უფლებით შემოსეს. მან განაცხადა: „მე დავიცავ წითელ მოს­­კოვს, ოღონდ ეს პეტუშოკი“ (ტროცკი) მომაშორეთ. ჩემს საქმეებში ნუ ჩა­ე­რე­ვაო. უსათუოთ დიდი კაცია სტალინი.