შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-631-6 - უთარიღო


                                             ბურჟუაზიის არითმეტიკა

ერთ გარდაცვალებულს კაპიტალისტის შესახებ ჰყვებიან შემდეგს:
ამ კაპიტალისტის მუშამოსამსახურეებმა მოითხოვეს ჯამაგირის მომა­ტე­ბა.
ამ მოთხოვნილებას [პასუხად] მან უპასუხა მუშებისადმი გაგზავნილი ასე­­თი წე­რილით:
"წელიწადს აქვს... 365 დღე.
თქვენ კი მუშაობთ მხოლოდ 8 საათს.
ე. ი. წელიწადის მესამედს... 122 დღე.
გამოაკელით კვირა დღეები - 52 დღე.
დარჩა - 70 დღე.
შაბათობით, სადილობის შემდეგ, მუშაობა არაა, რაც შეადგენს - 26 დღეს.
დარჩა - 44 დღე.
საათიანი შაბაში საუზმისათვის შეადგენს - 13 დღეს.
დარჩა - 31 დღე.
ყოველ წელს კუთვილი 2 კვ. შვებ. - 14.
დარჩა - 17 დღე.
კანონით დამტკიც. უქმეები შეადგენს - 12 დღეს.
დარჩა 5 დღე.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს 5 დღე წელიწადში თქვენ ან ავადა ხართ, ან სულ სამუშაოზე არ მიდიხართ, რაიმე სხვა მიზეზის გამო... 5 დღე.
დარჩა 0 დღე.
და ამავე დროს, ბატონებო, თქვენ გინდათ, მიიღოთ მომატებული ჯამა­გი­რი? არა, ეს შეუძლებელია!“
[N. B.]

კაპიტალისტი მასხარა
მღერის ამნაირ არიებს,
არ საჭიროებს ეს ცხრილი -
ახსნას და კომენტარიებს.

გალაკტიონი

Таким укорачиванием он укорачивал свою жизнь.

                                                                                             *
I. [ერთი კარებს შემოამტვრევს, იმავე წამში ისევ ხურავს] ორი კაცი ხეს უტ­­­რი­ა­ლებს. ის, ვინც ოთახშია, სდგას და რევოლვერს უმიზნებს. მოსული შეკ­­რთება და თით­ქო ერთ ადგილას გაქვავდება. ვინტოვკა მას ხელში აქვს, მაგ­რამ ხელის დაძვ­რას ვერ ახერხებს, ან ვერ ბედავს. მეორეს, რომელსაც რე­ვოლვერი აქვს, ხელი აუკან­კალდება, იგი უმიზნებს შუბლში. ესვრის, მაგ­რამ ტყვია ას­ცდება. უსიტყვოდ ისი­ნი სდგანან ერთი მეორის პირდაპირ. რე­ვოლ­ვერიანი ხე­ლი უღონოდ ეშვება ძირს. რევოლვერი ძირს ეცემა. კაცი ვინ­ტოვ­კით უმოძ­რაოდ სდგას.
I-ლი - მესროლე...
II - (უმოძრაოდ სდგას).
I - მესროლე-მეთქი.
II - ამხანაგო...
I - ააა!
II - ამხანაგო... ამხანაგო... არა, მე არ გესვრი! [(ხელს გაუწვდის მეორე მხურ­­ვა­ლედ ართმევს)] ჩემი, [ნამდვ.] შენი და მთელი მსოფლიოს მტერი სხვაგანაა. შენ არა ხარ ჩემი მტერი (ხელს გაუწვდის, მეორე მხურვალედ ართმევს).
(გამოჩნდება ქალი ოთხი ბავშით, ის სროლის ხმით შეშინებული ეხვევა ქმარს).
II - რა საქმე გაქვს შენ ომთან, ან რა საქმე მაქვს მე. დახედე შენსა და ჩემს ხე­ლებს. ორივესი მშრომელი  ხელებია.
I - ამხანაგო.
II - (მიდის. იმალება ხეებში).

II. ქალი- გადარჩი! ეხლა წამოდი.
I - დაიცა, დაიცა.
ქალი- წამოდი-მეთქი. კიდევ მოდიან, თავი შევაფაროთ სახლს. ჩქარა, ჩქა­რა, ჩქა­რა.

                                                                                 *
ბრაუნინგი [ჰკლავს გერმანულ ელფას] ხომ არ დაკარგავს ელფერს
[კაპიტალისტის გულით - გოროზით] [გულის მაგიერ] ის გვაგონებს გულს, აღსავსეს ყინ­ვით,
როცა მუშები ითხოვენ ხელფასს,
[მან] რომ უპასუხა [ასეთი - პროზით] ასეთ დაცინვით:

„წელიწადს აქვს... 365 დღე,
თქვენ კი მუშაობთ მხოლოდ [10] 8 საათს.
ე. ი. წელიწადის მესამედს... 122 დღეს.
გამოაკელით კვირა დღეები... 52 დღე.
                                      დარჩა 70 დღე.
შაბათობითაც სადილობის შემდეგ
მუშაობა არაა, რაიც შეადგენს... 26 დღე.
                                      კიდევ დარჩა... 44 დღე.
საათიანი კიდევ შაბაში
საუზმისათვის შეადგენს 13 დღეს.
                                      დარჩა... 31 დღე.
ყოველ წელს კუთვნილი შვებულება... 14 დღე
                                      დარჩა... 17 დღე.
კანონით დამტკ. უქმეები.
შეადგენს 12 დღეს.
დარჩა... 5 დღე.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს -
5 დღე წელიწადში თქვენ
ან ავადა ხართ, ან სამუშაოზე
არ მოდიხართ რაიმე სხვა
მიზეზის გამო... 5 დღე.
                                      დარჩა 0 დღე.
და ამავე დროს, ბატონებო...
თქვენ გინდათ მიიღოთ
მომატებული [ჯამაგირი] ხელფასი?
არა, ეს შეუძლებელია!“

ვიცით, ეს ცხრილი არ საჭიროებ
აქ არავითარ კომენტარიებს.
„დარჩა... 0 დღე“.
ვინ დაიჯერებს ასეთ არიებს?

[დიაღ, სულ დარჩა რამდენიმე დღე
არა, იგი დღე კიდეც მოვარდა:]
მაგრამ ახლოა, მართლაც, იგი დღე...