შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-593-3 - უთარიღო


С политическими идеями играть нельзя. Они опаснее огня;
Мифы, легенды, фалшивые лозунги.
Надоело рабочему, бедному, батраку, мирно подчинятся „хозяину“. Хозяйчик жадный, нетерпеливый, мстительный, с засученными рукавами и с ножом за голенищем. А за хозяином по ту сторону границ стоит „настоящий“ хозяин, с дредноутами, авненами, и фосгеном.
Иудишки, усыпляя рабочих и мобилизуя собственников.
Вот какова сейчас расстановка фигур, вот какова подлинная классовая механика.

*
1. უმთავრესი მიზანი პროლეტარული რევოლიუციისა არის სოციალისტური საზოგადოების განხორციელება. ამ პრობლემის გარშემო არის (გაძლიერებული).
2. ეს პრობლემა არ არის შორი მომავლის საკითხი. ეს არის ეხლანდელი ძირითადი საკითხი.
3. ააშენო სოციალიზმი, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩამოაგდო ბურჟუაზია და [განახორციელო] დაამკვიდრო დიკტატურა პროლეტარიატის. პროლეტარიატის დიკტატურა ჰქმნის განსაზღვრულს და აუცილებელს პირობებსა და შესაძლებლობებს ახალი გზით წაიყვანოს სოფელი და ქალაქი.
4. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. ეს არის მეტად ძნელი და პასუხისმგებელი ამოცანა.
5. პროლეტარიატმა უნდა გამოიყენოს და გადაამუშავოს თავისი ისტორიული მემკვიდრეობა.
6. პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, სოციალისტური ეკონომიკის საფუძვლების განმტკიცება.
7. მეორე: ძირითადი გადაკეთება ახალი სოფლის. სოციალისტური გადაკეთება სოფლის მეურნეობის.
8. ამ ორი ამოცანის ასრულება არის უმთავრესი, ურომლისოდაც შეუძლებელია სოც. აშენება.
9. კაპიტალიზმს ანარხისტულად და უგეგმოდ მიჰყავს მეურნეობა, დამორჩილებული კაპიტალისტური განვითარების ცნობილ ეკონომიკურ კანონებს.
10. აქ კი უნდა იქნას უგეგმო, ანარქისტული, ასე ვთქვათ, [უგეგმო] „ბუნებრივ“ (ფრჭყალებში) მიმდინარეობას სამეურნეო განვითარებისას, რომელიც ახასიათებს კაპიტალიზმს, უნდა დაუპირისპირდეს საერთო გეგმიანი, მიზან-შეწონილი ხელმძღვანელობა.
11. მშენებლობა - მშრომელთა კლასის მოთხოვნილებათა თანახმად.
12. მშენებლობა - იმ ისტორიული მიზნების მიხედვით, რომელთაც მიზნად ისახავს პროლეტარიატი.