შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-492-1 - უთარიღო


1. დარბაზი სავსე ხალხით.
2. კედლებზე პლაკატებია: „გაუმარჯოს საქართველოს სახალხო პოეტს“.
3. იხდება ფარდა: სცენაზე პრეზიდიუმია.
4. შემოჰყავთ სცენაზე გალაკტიონ ტაბიძე.
5. გადაღებული იქნება მომენტი ხალხის აღფრთოვანებისა.
6. თუ ფეხზე დამდგარი იქნება ხალხი, ისიც გადაღებული იქნება.
7. თუ ხალხში გაისმა სიმღერა „მრავალჟამიერი“, ისიც გადაღებული იქნება.
8. გადაღებული იქნება წაკითხვა ლექსისა „მშობლიურო ჩემო მიწავ“.
9. მისალმებები, კითხვა ლექსებისა, მოხსენებისა და სხვ.
10. თუ ხალხმა ხელში აიყვანეს სახალხო პოეტი, ესეც გადაღებული იქნება.