შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-471-7 - უთარიღო


1. მე ძლიერი იმედი მაქვს რესპუბლიკის სახალხო არტისტის მელიტონ ბალანჩივაძის, რომ იგი დაამუშავებს ჩემს მელოდიას ორკესტრისთვის, როიალისთვის და სოლოს მომღერალისთვის.
2. მე იმედი მაქვს, რომ ამ პირველ მელოდიას ყველაზე უკეთესად და ყველაზე ლირიულად შეასრულებს ნიკო ქუმსიაშვილი.
3. ნახევრად სერიოზულს და ნახევრად სახუმარო მოტივს „ჩემი ქმარი სად წავიდა, დაუძახეთ, სად წავიდა“ დაამუშავებს, მე მგონია, ისევე ანდრიუშა.

1. ბენიტო ბუაჩიძე, 2. კ. ლორთქიფანიძე, 3. გ. ქუჩიშვილი, 4. ე. პოლუმორდვინოვი, 5. კ. ბობოხიძე, 6. მ. გარიყული, 7. გ. ტაბიძე, 8. პანტ. ჩხიკვაძე, 9. სიმონ ჩიქოვანი, 10. არისტო ჭუმბაძე.
ბათ. ქ. №46 - მარგო ბორჩხაძე.

*
ჩემს გულში [არ არის სიბერე] არც წინად, არც ახლა,
არც შიში [არც ვიში] ყოფილა, არც დაღლა,
[დაიძარ, პოეტო, იმღერე] ხელახლა,
ხმამაღლა, ხმამაღლა, ხმამაღლა!

ხმაურობ. ზღვაურო.