შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-631-1 - უთარიღო


მთელი მოედანი გადათეთრებულია თოვლით.
ესაა მკრთალი ნათელი დილისა, ქარბუქში გახვეული დილისა.
პასსაჟირები შემოდიან გათეთრებული მხრებით. მოდის სქელი თოვლი. ფან­ჯრებიდან ნეგატივებივით მოსჩანს სახლები და გამვლელები.
ეს სრულიად ახალი სანახაობა აღვიძებს ჩემში მოგონებებს იმ  სიხარულ­ზე, რო­მელსაც განვიცდიდი ბავშობისას, ზამთრის მოახლოებით.
თეთრი წვიმა, განუწყვეტელი თეთრი წვიმა.
კაკაოს ფერი ქუდით.
მოტივი კარმენიდან. ტო-რეა-დორ.
შეგშურდება მისი ხასიათი, უბრალო აზრის გავლება კარგ საუზმეზე საკ­მა­­რი­სია, რომ მან უბედნიერეს ადამიანად იგძნოს თავი.
მომშივდა, როგორც ალპიის მთების მონადირეს.
როგორც კი იგრძნობდა შიმშილს, იგი იწყებდა გასტრონომიულ საუბარს და უხა­ტავ­და ამხანაგებს მაცდუნებელ სურათებს.
ისინი, როგორც ადამიანები დაღუპული გემიდან, მისცურავენ ყოველი მხრივ, ებ­ღაუჭებიან ხელში მოხვედრილ ნაფოტებს, გაუშვებენ ხელიდან ერთს, რომ ჩა­უბ­ღაუ­ჭონ მეორეს. ხან იფარებიან წყალით, ხან ისევ ჩნდებიან და ეტანებიან ისევ იმ პირ­ველ ფიცარს, მაგრამ მათ ხელს უშლის ათასი სხვა.